ერაყში, მოსულის ლტოლვილთა ბანაკში, საკვების მოწამვლისაგან 800-ამდე ადამიანი გახდა ცუდად - გარდაცვლილია სულ მცირე ერთი ბავშვი და ერთი ქალი
13-06-2017, 05:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერაყის ქალაქ მოსულის სიახლოვეს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში საკვების მოწამვლისაგან ასეულობით ადამიანი გახდა ცუდად და ერთი ბავშვი და ქალი გარდაიცვალა.

 


BBC-ის ცნობით, ადამიანებს ღებინება დ გაუწყლოება აღენიშნებათ. გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტომ განაცხადა, რომ 800 ადამიანი იმყოფება ცუდად და აქედან 200 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 


გაერო-ს სააგენტო „უკიდურეს წუხილს“ გამოხატავს ბანაკში შექმნილი მდგომარეობით.

 


„ჩვენი თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მჭიდრო კოორდინირებით მუშაობდნენ სხვა სააგენტოებთან და სხვა სათანადო ორგანოებთან იმისათვის, რომ დროული რეაგირება მოეხდინათ და უზრუნველეყოთ ის ადამიანები სამედიცინო დახმარებით, ვინც ავად გახდა და სერიოზულ მდგომარეობაში მყოფებისთვის საავადმყოფოში გადასაყვანად ტრანსპორტი გამოენახათ“, ნათქვამი განცხადებაში.

 


საკვები, რომელიც შეიცავდა ლობიოს, ქათამს და იოგურტს, ირბილის რესტორანში მომზადდა და ბანაკში ყატარის საქველმოქმედო ორგანიზაციამ მიიტანა, წერს „რუდავის“ ახალი ამბების სააგენტო.

 

 

ბანაკის ხელმძღვანელის, რიზგარ ობედის თქმკით, უწინ გარე ორგანიზაციებს ეკრძალებოდათ საკვების ბანაკში შეტანა, მაგრამ ბანაკის მმართველობა „დიდი ზეწოლის შედეგად“ იძულებული გახდა შეეცვალა რეგულაციები.

 


ავად გამხდარ ადამიანებს მკურნალობა სამ სხვადასხვა საავადმყოფოში უტარდებათ, რესტორნის მფლობელი კი დაპატიმრებულია, იუწყება BBC სააგენტო „რუდავზე“ დაყრდნობით.

 


ბანაკი, რომელიც მძიმე ბრძოლების ეპიცენტრად ქცეული მოსულის მიდებარე ტერიტორიაზეა აშენებული, მოსულიდან და ახლომდებარე სოფლებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის არის განკუთვნილი და ამჟამად იქ 6, 235 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი