აზერბაიჯანის გენ. პროკურატურა: აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებებს არ უთანამშრომლიათ საქართველოს სპეცსამსახურებსა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან აფგან მუხტარლის დაკავებაზე
13-06-2017, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზერბაიჯანის პარლამენტის წევრის, ელმან ნასიროვის განცხადება, რომლის მტკიცებითაც აფგან მუხტარლი აზერბაიჯანული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად იქნა თბილისში დაკავებული და შემდეგ გადაცემული აზერბაიჯანისთვის, არ ასახვს რეალობას, აცხადებს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა.

 


azvision.az-ის ცნობით, აზერბაიჯანული უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის სამართალდამცავ სააგენტოებს არ უთანამშრომლიათ საქართველოს სპეცსამსახურებსა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან მუხტარლის დაკავებასთან დაკავშირებით და არ გაუგზავნიათ რაიმე მიმართვა ქართული მხარისათვის.

 


„როგორც ადრე, 29 მაისს 22:40 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან მუხტარლი, პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე ცდილობდა გაქცევას მას შემდეგ რაც უახლოესი სასაზღვრო პუნქტიდან არაკანონიერად გადაკვეთა საზღვარი საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით. ის დაკავებულ იქნა საზღვრის დაცვის თანამშრომლის მიერ მას შემდეგ, რაც უარი თქვა დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას“, ნათქვამი განცხადებაში.

 


აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ აფგან მუხტარლის თბილისში დაკავების შესახებ ინფორმაციების გავრცელება უსაფუძვლოა და საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანას ისახავს მიზნად.

 


უწყებაში აცხადებენ, რომ აფგან მუხტარლის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და მის ქმედებებს კანონიერი შეფასება მიეცემა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი