შალვა აბულაძის მეგობარს, რამინ მამედოვს პატიმრობიდან 10 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემთხვევაში გაათავისუფლებენ
10-04-2015, 04:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა არეშიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და რამინ მამედოვს აღმკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. შალვა აბულაძის მეგობარს, რამინ მამედოვს პატიმრობიდან 10 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემთხვევაში გაათავისუფლებენ.

 

 

მოსამართლემ განმარტა, რომ ბრალდებულს ან მის ახლობელს გირაოს თანხის უზრუნველყოფა უძრავი ქონებითაც შეუძლია. დაცვის მხარე დღეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. წინასასამართლო სხდომა 2 ივნისს, 12:00 საათზე დაინიშნა.

 


რამინ მამედოვი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ოჯახის განცხადებით, მამედოვს სამართალდამცველები დაემუქრნენ, რომ თუ არ ეტყოდნენ შალვა აბულაძის ადგილსამყოფელს, მის მეორე შვილსაც და მეუღლესაც დააკავებდნენ. მამედოვის ოჯახი ამბობს, რომ შალვა აბულაძე ბოლოს 3-4 თვის წინ ნახეს, ვიდრე ეს მკვლელობები მოხდებოდა.

 


დაკავებული მამედოვის ძმა აცხადებს, რომ სამართალდამცველები ნარკოტიკის ჩადებითა და დაკავებით მასაც დაემუქრნენ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი