საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელების მკვლელობასა და დაჭრაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იგი სამართალდამცველებსა და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მადლობას უხდის.
"პოლიციელების - ბექა მარგიშვილისა და გიორგი ბერუაშვილის მკვლელობაში, ვალერიან გრძელიშვილის და გიორგი მახარაშვილის დაჭრაში მთავარი ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ დანაშაულის ჩადენაში მთავარი ეჭვმიტანილის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე.
მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს და თითოეულ პოლიციელს დაკავების ოპერაციის ოპერატიულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის.
სახელმწიფო არავის შეარჩენს დანაშაულს და ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.