საქართველოს მასშტაბით საკრებულოებს კიდევ 78 მაჟორიტარი დაემატება
15-06-2017, 04:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, იმ ქალაქებს, რომელთაც 35 ათასი ან უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავთ, საკრებულოებში დამატებით ხუთი მაჟორიტარი ეყოლებათ.

 

 

აღნიშნულს მთავრობის ინიციატივა ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია შესული.

 

 

„ეს იმ ქალაქებს შეეხებათ, რომელთაც თვითმმართველობის სტატუსი უუქმდებათ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ქალაქზე გავრცელება. გრადაცია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა. დავუშვათ, 4 ათასიდან 10 ათასამდე ერთი მაჟორიტარის დამატება მოუწევთ, 10 ათასიდან 20 ათასამდე ორი მაჟორიტარის და ა.შ. ხუთ მაჟორიტარამდე გრძელდება, ანუ, დამატებითი ხუთი მაჟორიტარი ეყოლება ქალაქს, რომელსაც 35 ათასი, ან უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავს.

 

 

ეს თვითმმართველობის მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს ვერსია არასამთავროების მხრიდან მოწონებული იყო და მხარდაჭერა გვაქვს. ინიციატივის მიხედვით, ემატება დაახლოებით, 78 მაჟორიტარი და თითოეულ მაჟორიტარს ისევე, როგორც პროპორციული სიით გასულს ეძლევა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის 400 ლარი, განაცხადა ლილუაშვილმა და დასძინა: „400 ლარი 78-ზე გადაამრავლეთ და ყოველთვიური ხარჯი ემატება საქართველოს მასშტაბით, რაც მიზერული თანხაა, თუმცა, ის ეფექტი, რაც მიღწეული იქნება ქალაქების განვითარებისთვის, იქნება უფრო მეტი, ვიდრე 78-ჯერ 400 ლარი".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი