ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექს „ფაგოტებით“ საველე სწავლება გაიმართა. საბრძოლო სროლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ.
თავდაცვის უწყების ცნობით, საველე სწავლებაში აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადისა და IV მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სწავლების საბრძოლო ამოცანას ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფების ურთიერთშეთანხმებული მოქმედება და სხვა სამანევრო შენაერთებთან სინქრონიზებული ოპერირების დახვეწა წარმოადგენდა. სწავლება ასევე მიზნად ისახავდა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Noble Partner 2017”-სთვის ქართული ქვედანაყოფების მომზადებას.
ტანკსაწინააღმდეგო სწავლება ვაზიანის პოლიგონზე 5 ივნისს დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა. საველე წვრთნებში სხვადასხვა საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, ქვეითთა საბრძოლო მანქანები მონაწილეობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.