საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 115 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
15-06-2017, 09:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 115 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ჯარისკაცებმა და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფიცის დადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრო.

 

 

მან ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა, შეიარაღებული ძალების დიდ ოჯახში შესვლა მიულოცა, წარმატებები და ღირსეული სამსახური უსურვა. წვევამდელებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმაც მიულოცა. პირადი შემადგენლობა II ქვეითი ბრიგადის კაპელანმა, მამა იოსებმა დალოცა. დღესვე, წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს სპეციალური სიგელები გადაეცათ.

 


უწყების ინფორმაციით, ფიცის დადებამდე, საბრძოლო მომზადების (BCT) განახლებული კურსი დასავლეთ სარდლობის 91 რეკრუტმა ეკის საველე ბანაკში, ხოლო ეროვნული გვარდიის 24 რეკრუტმა სორტას საველე ბანაკში გაიარა. სამთვიანი საბრძოლო მომზადების პერიოდი 5 მოდულისგან შედგებოდა, რომლის ფარგლებშიც მათ წესდება, სავალე, ტაქტიკური და საინჟინრო მომზადება გაიარეს, ასევე ტოპოგრაფიასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები განავითარეს.

 


ფიცის დადების ცერემონიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია და და წვევამდელების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

 


სამინისტროს განმარტებით, დღეიდან დასავლეთ სარდლობის წვევამდელების ორი ოცეული II ქვეით ბრიგადაში, ხოლო ერთი ოცეული III ქვეით ბრიგადაში გადანაწილდება. 24 მათგანი კი, მსახურს ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში გააგრძელებს. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას მიიღებენ სწავლებებში, რაც ქვედანაყოფებში ჩატარდება. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტითაც იმსახურებენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი