თამარ ჩუგოშვილმა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები „სრულად შეესაბამება მათ რეკომენდაციას“
16-06-2017, 02:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ვენეციაში, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან და კომისიის მდივან თომას მარკერტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საარჩევნო სისტემის ნაწილის არსებული ვერსია „სრულად შეესაბამება მათ რეკომენდაციას“.

 


”ჩვენ გვქონდა დილით ამ შეხვედრაზე შესაძლებლობა, განგვეხილა თითოეული ის ცვლილება, რომელსაც ვაპირებთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად. განსაკუთრებით დეტალურად განვიხილეთ საარჩევნო სისტემის ნაწილი. ჯანი ბუკიკიოსა და ტომას მარკერტის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ ეს ვერსია სრულად შეესაბამება მათ რეკომენდაციას, ისევე როგორც სხვა ცვლილებები, რომელსაც შევიტანთ დოკუმენტში. ასე რომ, მოგვიანებით, დარწმუნებული ვარ, ამას დაადუსტურებს ვენეციის კომისია“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

კომენტარი გააკეთა ტომას მარკერტმაც. მან განაცხადა: „კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის ვიყავით კონტაქტზე ქართულ მხარესთან. ჩვენ ერთად ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად კარგ გადაწყვეტილებებს გამოვძებნით საქართველოს მომავლისთვის“.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი