დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მისი ახალი პოლიტიკური ძალის, რომლის რიგებში კახა შარტავა იქნება, უმთავრესი მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოსვლა იქნება
16-06-2017, 03:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა ლიდერმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური ძალის, „შენების მოძრაობის“ ჩამოყალიბებაზე გააკეთა განცხადება. მან თქვა, რომ მისი პოლიტიკური გაერთიანების, რომლის მთავარი ცნობადი პოლიტიკური სახეები, კახა შარტავა, რევაზ შავიშვილი და ვახტანგ ხმალაძე იქნებიან, უმთავრესი მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოსვლა იქნება.

 

 

მან დაასახელა პარტიის ახალი სახეები, რომლებიც მისი თქმით, „გაიზარდნენ ახალ, თავისუფალ საქართველოში და თავისუფალი არიან ჩვენი იმ წარსულის მავნე გადმონაშთებისგან, რომელიც არ ასვენებს ჩვენ ქვეყანას და არ გვაძლევს საშუალებას წინ წავიდეთ და გავაკეთოთ ის, რაც ქვეყანას სჭირდება“.

 

 

უსუფაშვილმა თქვა, რომ მათი მოძრაობა იქნება „მტკიცე თავის გეგმაში“. „ჩვენ კალაპოტიდან ვერ ამოგვაგდებს მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელმაც არაერთ პოლიტიკურ წამოწყებას შეუშალა ხელი საქმის კეთებაში. ჩვენ მტკიცე ნაბიჯებით გავივლით მარათონულ დისტანციას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი