აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ეკიპაჟის 7 წევრი იძებნება მას შემდეგ, რაც მათი გემი იაპონიის სანაპიროსთან ახლოს სავაჭრო ხომალდს დაეჯახა
17-06-2017, 00:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის პირადი შემადგენლობის 7 წევრი იძებნება მას შემდეგ რაც მათი გემი იაპონიის სანაპიროს სიახლოვეს სავაჭრო ხომალდს დაეჯახა. დაშავებულებს შორისაა გემის სამეთაურო ოფიცერი, რომელიც საავადმყოფოში ვერტმფრენით წაიყვანეს.

 


BBC-ის ცნობით, სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელი USS Fitzgerald-ი კონტეინერმზიდ ACX Crystal-ს შაბათს, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე, სამხრეთ-დასავლეთ იოკოსუკადან 56 ზღვის მილის (103 კმ) დაშორებით შეეჯახა.

 


საჰაერო ფოტოებით ჩანს, რომ სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემის მარჯვენა ქიმი სერიოზულადაა დაზიანებული. სამეთაურო ოფიცრის გარდა, ორი სხვა მეზღვაური იქნა გადაყვანილი ვერტმფრენით საავადმყოფოში „ჭრილობების და სხეულის დაზიანებების“ სამკურნალოდ, განაცხადა აშშ-ის მე-7 ფლოტმა „თვითერის“ მეშვეობით.

 


გავრცელებული ინფორმაციით, 154 მეტრის დაზიანებული გემი, რომელიც ზოგიერთ ადგილას დაიტბორა, ახლა იოკოსუკასკენ თავისით მიემართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი