თბილისში, ნახევრად გადაკეტილ პეკინის ქუჩაზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება და „მაქსიმუმ 10 სექტემბრამდე“ დასრულდება
16-06-2017, 23:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიამ პეკინის ქუჩის მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ცენტრალური ქუჩის იმ მონაკვეთში, სადაც სამუშაოები დაიწყო, მოძრაობის ცალმხრივი რეჟიმი უკვე ამოქმედდა. დავით ნარმანია იმედოვნებს, რომ პროექტი 10 სექტემბრამდე დასრულდება.

 


თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით 26 მაისის მოედანზე პარასკევს სამუშაო შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შესაბამის სამსახურებს ოპერატიული დავალებები მისცა. სამუშაო შტაბში გამართულ სხდომას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, თბილისის მთავრობისა და კომპანია Georgian Water and Power -ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


შტაბის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა აღდგენის პროცესი სექტემბრის დასაწყისში დასრულდეს. პროექტის ოპერატიული მართვა 26 მაისის მოედანზე მოწყობილი შტაბიდან მოხდება.

 


„ჩატარდა სამუშაო შტაბის სხდომა, სადაც მივიღეთ ოპერატიული გადაწყვეტილებები. აღნიშნულზე დაყრდნობით, დაიკეტა პეკინის გამზირის ერთი მხარე, შესაბამისად მოძრაობა გახდა ცალმხრივი. ამაღამვე დაიწყება გზის დაზიანებული საფარის მოხსნის სამუშაოები. ხვალ დილიდან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაიწყებს სამუშაოებს. მოძრაობასთან დაკავშირებით ხვალ დილიდან იქნება შეზღუდვები. შესაბამისად, მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ ამ მიმართულებით მოძრაობას და გადაადგილდნენ ალტერნატიული მარშრუტებით, რათა არ შეიქმნას დისკომფორტი და გაგებით მოეკიდონ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები გარკვეულ შეზღუდვასთანაა დაკავშირებული. გეგმა-გრაფიკის მიხედვით პროექტი ყველაზე მაქსიმუმ 10 სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ“, განაცხადა დავით ნარმანიამ, როგორც ამას მერიის პრესსამსახური იტყობინება.

 


თბილისის მერის თქმით, პროექტი მაქსიმალურად ხარისხიანად, ევროპული სტანდარტების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს.

 


მისივე თქმით, გზის აღდგენისა და ტროტუარის კეთილმოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. „რაც შეეხება მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ამას საკუთარი ხარჯებით კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები უზრუნველყოფენ“, აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი