ელექტრონული სამაჯურით გაკონტროლებული კეზერაშვილი 6 თვე საფრანგეთს ვერ დატოვებს
03-02-2014, 18:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საფრანგეთის ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილი გირაოს გარეშე გაათავისუფლა, თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, დავით კეზერაშვილს გარკვეული იძულებითი ღონისძიებები დაუწესდა – ამის შესახებ "კვირას" მთავარი პროკურატურის პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ განუცხადა. მისი თქმით, ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება 6 თვის განმავლობაში ეკრძალება და მას ხელზე მუდმივად უნდა ეკეთოს ელექტრონული სამაჯური.

 


"ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილს არ აქვს უფლება, დატოვოს საცხოვრებელი ადგილი, რომელიც კონკრეტულად განესაზღვრა სააპელაციო სასამართლოში. მას საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვების უფლება მხოლოდ გარკვეულ დროს აქვს, რა დროც სასამართლოს მიერ განისაზღვრა. საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება მას 6 თვის ვადით აეკრძალა. უნდა ჩააბაროს პასპორტი. მუდმივად უნდა ატაროს ელექტრონული სამაჯური და ამ ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად დღეიდან განსაზღვრულია 6 თვე. 6 თვის შემდეგ დაუბრუნდება თუ არა სასამართლო ამ საკითხს, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის", – აღნიშნა ირაკლი დონდოლაძემ. მისი თქმით, დავით კეზერაშვილს გირაო არ გადაუხდია.

 

 

დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ მთავარმა პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია:

 

 

"დღეს, საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გათავისუფლდა.

 

 

მოსამართლემ დავით კეზერაშვილს აუკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება და დააკისრა ვალდებულება იცხოვროს ექს-ან-პროვანსში მოსამართლის მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართზე. გადაწყვეტილების თანახმად, დ. კეზერაშვილს სასამართლომ უფლება მისცა დატოვოს საცხოვრებელი ადგილი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მხოლოდ 10-დან 18 საათამდე, ხოლო შაბათს და კვირას 9-დან 21 საათამდე.

 


ექ-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად განისაზღვრა დღეიდან 6 თვე და არა მხოლოდ – 27 თებერვლამდე პერიოდი, როდესაც ექსტრადიციის საკითხზე მოსამართლემ მსჯელობა უნდა განაახლოს. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილმა სასამართლოს უნდა ჩააბაროს მისი ორი პასპორტი.

 

 

საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს ექსტრადიციის საკითხზე მუშაობას ფრანგ კოლეგებთან სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში", – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

 

 

შეგახსენებთ, რომ ექს-ან პროვანსის სასამართლომ დავით კეზერაშვილი გაათავისუფლა. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის პატიმრობის საკითხზე ფრანგული სასამართლო დღეს მსჯელობდა. ყოფილი მინისტრის ექსტრადიციის საკითხზე ფრანგული სასამართლო გადაწყვეტილებას 27 თებერვალს გამოიტანს, კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული: რიყისა და "ტელეიმედის" გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ.

 

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=5838 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი