პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიამ საფრანგეთის პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა
19-06-2017, 00:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გასული კვირის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, საფრანგეთში 18 ივნისს ჩატარებული არჩევნების მე-2 ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიამ პარლამენტში მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, რაც საშუალებას მისცემს მას თავისი პრო-ევროკავშირის ეკონომიკური რეფორმების გეგმები განახორციელოს.

 


პირველადი შედეგებით, იმ ფონზე როცა ხმების უმრავლესობა თითქმის დათვლილია, მაკრონის La République en Marche -მ (წინ რესპუბლიკა) თავის მოკავშირე MoDem-თან ერთად 577 ადგილიან პარლამენტში მძლავრი უმრავლესობა, 300-ზე მეტი მანდატი მოიპოვა.

 


პარტიას 577 წევრისაგან შემდგარი ეროვნული ასამბლეის გასაკონტროლებლად 289 მანდატის მოპოვება ესაჭიროება.

 


საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა პარტიამ გასულ კვირას, 10 ივნისს, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

 


ეროვნული ასამბლეის 557 ადგილიდან 400-ზე მეტი მაკრონის „La Republique en“-მა მიიღო.

 


მაკრონის პარტია სულ რაღაც 1 წელზე მეტია რაც დაფუძნდა და ბევრ კანდიდატს მცირე პოლიტიკური გამოცდილება აქვს ან საერთოდ არ გააჩნია ის.

 


როგორც BBC იუწყება, საფრანგეთის ტრადიციული პარტიები დაჟინებით მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს, მხარი დაეჭირათ მაკრონის მოწინააღმდეგეებისთვის, რათა შეჩერებულიყო ძალაუფლების მონოპოლიზაცია.

 


კონსერვატორ „რესპუბლიკელებსა“ და მათ მოკავშირეებს შეეძლებათ მოახდინონ დიდი ოპოზიციური ბლოკის ფორმირება - 125-131 მანდატით, თუმცა წინა პარლამენტთან შედარებით, სადაც მათ 200 დეპუტატი ჰყავდათ გაყვანილი, რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული.

 


„სოციალისტებს“, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ, თავიანთ პარტნიორებთან ერთად მხოლოდ 41-49 ადგილი ერგებათ, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მათ ისტორიაში. პარტიის ლიდერმა, ჟან კლოდ კამბადელისმა თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა და დაჟინებით მოუწოდა დარჩენილებს „შეცვალონ ყველაფერი, თავისი ფორმა, თავისი დედაარსი, თავისი იდეები და თავისი ორგანიზაცია“.

 


ულტრა-მემარჯვენე „ეროვნულმა ფრონტმა“ 8 ადგილი მიიღო, თუმცა მისი მიზანი 15 მანდატი იყო. პარტიის ლიდერი, 48 წლის მარინ ლე პენი, რომელიც მაკრონთან ერთად საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში გავიდა, რითაც უზარმაზარ წარმატებას მიაღწია, პარლამენტში პირველად შევა, და იგი ყოფილ მაღაროელთა ქალაქ ჰენინ-ბიუმონტის წარმომადგენელი იქნება.

 


ლე პენმა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ჰქონდა იმის ამბიცია და განცდა, რომ მისი ულტრა-მემარჯვენე „ნაციონალური ფრონტი“ მეორე პოლიტიკური ძალა იქნებოდა ქვეყანაში, განაცხადა, რომ პრეზიდენტ მაკრონს შესაძლოა ჰყავდეს დიდი უმრავლესობა პარლამენტში, მაგრამ „მან უნდა იცოდეს, რომ მისი იდეები არ არის ქვეყნის უმრავლესობის იდეები და ის, რომ საფრანგეთი არ დაუჭერს მხარს იმ პროექტს, რომელიც შეასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი