ვენეციის კომისია კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას ოქტომბერში წარმოადგენს
19-06-2017, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოხარულები ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემას“, ასე შეაჯამა ვენეციაში ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის სრულად გათვალისწინებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საპარლამენტო დელეგაციამ ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნის ოქტომბერში წარმოდგენა სთხოვა.

 

 

„მოხარულები ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემას. პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა, სრულად გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციების გათვალისწინების საფუძველზე, ჩვენი კონსტიტუციის განხილვები გაგრძელდება ახლა უკვე საქართველოს პარლამენტში. გარდა ამისა, ვთხოვეთ ვენეციის კომისიას, რომ ოქტომბრის თვეში წარმოადგინოს უკვე საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი ორი მოსმენით იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ამ საბოლოო დასკვნაში, ოქტომბერში, უკვე სრულად იქნება ასახული ყველა ის ნორმა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს კონსტიტუციაში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ის ქართული საზოგადოების წინაშე დადებული პირობა შეასრულა.

 

 

„რეფორმას ჰქონდა ორი მთავარი ამოცანა - პირველი ამოცანის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ უნდა მოგვეყვანა კონსტიტუცია სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან და ეს ყველაფერი დაადასტურა კიდევ ერთხელ ვენეციის კომისიამ. და მეორე - ჩვენ გვინდოდა, ჩამოგვეყალიბებინა ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და სწორედ ამას ცხადყოფს ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნა. შესაბამისად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად პირნათელი ჩვენი საზოგადოების წინაშე. ჩვენ ვცვლით ძალიან დაუხვეწავ, არადემოკრატიულ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი და დემოკრატიული კონსტიტუციით. ეს იყო ჩვენი მიზანი, ჩვენი პოლიტიკური ნება, ჩვენი ამოცანა და ეს ამოცანა სრულდება ჩვენი საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი