ირაკლი კობახიძე: ბონუსი გამონაკლის, აუცილებელ შემთხვევებში იმოქმედებს
19-06-2017, 03:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბონუსი იმოქმედებს გამონაკლის შემთხვევებში - როდესაც ეს არის რეალურად აუცილებელი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს მყარი და სტაბილური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბონუსისთვის მკაფიო ზღვარია დაწესებული.

 

 

„ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მდგომარეობდა იმაში, რომ დაგვეწესებინა ძალიან მკაფიო ზღვარი ბონუსისთვის და ეს ზღვარი დაწესდება სამი სახით. ერთი - დადგინდება აბსოლუტური ზედა ზღვარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ბონუსის ხარჯზე ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს 89 მანდატზე მეტს, ანუ, ჩაიკეტება ზემოთ.

 

 

ასევე, დაწესდება აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ აბსოლუტურ უმრავლესობამდე, ანუ 76 მანდატამდე, არც ბონუსით ევსება მანდატები გამარჯვებულ პარტიას, ამ შემთხვევაში, მანდატები ჩვეულებრივად, პროპორციულად განაწილდება ყოველგვარი ბონუსის გარეშე.

 

 

მესამე - წესდება ფარდობითი ზედა ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიის მიერ ბონუსის ხარჯზე მიღებული მანდატების რაოდენობამ არ უნდა გაადააჭარბოს ძირითადი მანდატების 35 %-ს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მკაცრი ზღვარია დაწესებული ბონუსისთვის. რეალურად, ბონუსი იმოქმედებს გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ეს არის რეალურად აუცილებელი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს მყარი და სტაბილური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი