ლევან ცაბაძე: „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გაუქმებამ თვითმმართველობებს „მძიმე დარტყმა“ მიაყენა
19-06-2017, 03:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გაუქმებას თვითმმართველობისთვის „მძიმე დარტყმას“ უწოდებს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე, რომლის თქმითაც, „მწირი ადგილობრივი ბიუჯეტი“ არასაკმარისია იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც სოფლებს გააჩნიათ. თუმცა, როგორც გამგებელი ამბობს, პროგრამის გაუქმებაზე ისინი ინფორმირებული იყვნენ და აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს ყველა სოფელში „ფართომასშტაბიანი სამუშაოების განხორციელება“ დაიგეგმა - რაც უკვე მიმდინარეობს - რომ არც ერთმა დასახლებულმა პუნქტმა არ იგრძნოს იმ თანხების ნაკლებობა, რაც აღნიშნული პროგრამის მიხედვით ნაწილდებოდა მათზე.

 

 

მაგრამ, ლევან ცაბაძის თქმით, გარკვეულწილად, აღნიშნული მიმართულებით თანხების ნაკლებობა მაინც თვალშისაცემია, რადგან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, მიუხედავად იმისა, რომ მის ფარგლებში თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი ფული არასაკმარისი იყო, ის ასე თუ ისე, მაინც ეფექტურად უზრუნველყოფდა ფინანსური რესურსების გადანაწილების პრინციპს.

 

 

„იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ისეთი მცირე თანხები იყო გათვალისწინებული ამა თუ იმ სოფელში რაღაცის გასაკეთებლად, მე ვფიქრობდი, რომ ზოგადად პროგრამა დაიხვეწებოდა, თუმცა, დახვეწის ნაცვლად, ადგენენ და გააუქმეს, რაც ნამდვილად მძიმე დარტყმა იყო თვითმმართველობისთვის იმიტომ, რომ აი, ამ მცირე თანხებს რომ ვანაწილებდით სოფლებზე და სოფლების მიერ მოთხოვნილ ამა თუ იმ პროექტზე, შეძლებისდაგვარად, ვამატებდით თანხებს და ვასრულებდით პროექტებს, ანუ ყველა სოფელში ხდებოდა რაღაც აქტივობა. დღეს კი, ეს გაჭირდება, რადგან რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილ თანხებს მსხვილ პროექტებს ვახმართ, ჩვენი ადგილობრივი ბიუჯეტი მწირია და ამდენ პროექტს ვასრულებთ ბუნებრივია აქედანაც და აღარ გვყოფნის თანხა საიმისოდ, რომ ყველა სოფელს გავწვდეთ“, განაცხადა ლევან ცაბაძემ Guardian.ge-სთან საუბრისას და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს პოზიციაც - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის“ გამოყოფილი 25 მილიონი ლარი მსხვილი პროექტების განხორციელებისთვის გამოყენებულიყო - ყურადსაღებია, თუმცა „ძნელად ასახსნელი“ იმ სოფლების მცხოვრებთათვის, რომელთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება შესაძლოა დროულად ვერ მოხერხდეს.

 

 

„სიმართლე გითხრათ, პროგრამის გაუქმების შესახებ ვიცოდით და წელს ასე თუ ისე, ფართომასშტაბიანად ვართ გაშლილი და წელს ყველა სოფელს ვეხებით, არ უგრძვნია სოფელს ამ პროგრამის გაუქმება. ასპინძის მუნიციპალიტეტი, პატარა მუნიციპალიტეტია, მცირე მოსახლეობაა, ყველაგან რაღაც კეთდება, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. იგივე მსხვილი პროექტების და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები ფართომასშტაბიანია და ამიტომ წელს, ასე თუ ისე არ იგრძნობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის უქონლობა - ზოგან გზა კეთდება, ზოგან სხვა რამე და ა.შ. შემდეგში რა იქნება მე ვერ გეტყვით. ჩვენ გვქონდა საუბარი ფინანსთა სამინისტროსთან შეხვედრებზე, მათი შეხედულებაც ერთი შეხედვით საინტერესოა - ეს 25 მილიონი, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში რეგიონებზე გამოიყოფოდა, ფიქრობენ, რომ ამ თანხით მსხვილი პროექტები განახორციელონ. ძნელია, მაღალმთიან სოფლებში აუხსნა მოსახლეობას ამ პროგრამის გაუქმების მიზანშეწონილობა. სოფლებში ვთქვათ არის სარწყულებლის პრობლემა, რომლის გაკეთებაც შეიძლება დაჯდეს 10 000 ან 15 000, თუმცა, ფინანსები ხომ საჭიროა. ასეთ რაღაცებში ვიყენებდით ამ პროექტის ფარგლებში მიღებულ თანხებს. დაახლოებით, 100 000-ის სამუშაოებს ვასრულებდით ყველა სოფელში. ჩვენც ვუმატებდით თანხებს და საინტერესო იყო. ახლა კი ცოტა პრობლემები შეგვექმნება. მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა, ცოტა ხანი კიდევ ყოფილიყო პროგრამა - მუნიციპალიტეტები მოძლიერდებოდნენ“, დასძინა ლევან ცაბაძემ, რომელიც Guardian.ge-იმ ასპინძის სარაგბო ბაზაზე ჩაწერა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი