ზაქარია ენდელაძე: „ათეულობით მილიონ ლარზე მეტი დაფინანსებაა წამოსული ადიგენის მიმართულებით - მუნიციპალიტეტს აუცილებლად მოელის ძალიან დიდი განვითარება“
19-06-2017, 05:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ბოლო წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება, რაშიც შედის ახალციხე-ადიგენი-ხულო-ბათუმის გზის მშენებლობა და ზეკარის უღელტეხილის პროექტი, ისევე როგორც სხვა პროექტები, რაც მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძის თქმით, „უპრეცედენტო თანხაა“.

 

 

გარდა ამისა, ენდელაძის თქმით, სწორი გათვლებით იქნა დაწყებული როგორც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მსხვილი ინფრასტრუქტურული, ისე ადგილობრივი დონის პროექტების შედგენა და ეტაპობრივი განხორციელება, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გოდერძის უხელტეხილზე გამავალი გზის მშენებლობაა, რაზეც ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯება, და ეს პროექტი, ისევე როგორც მე-2, ზეკარის უღელტეხილის პროექტი, რაც ადიგენს ბაღდათან და ქუთაისთან უმოკლესი, კეთილმოწყობილი გზით დააკავშირებს, როგორც გამგებელი იმედოვნებს, ადიგენის მუნიციპალიტეტს იმ ჩიხური მდგომარეობიდან გამოიყვანს, რომელშიც ის აქამდე იმყოფებოდა და იქ მილიონობით ტურისტის მოხვედრის პოტენციურ შესაძლებლობას შექმნის, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი სულ უფრო და უფრო მზარდ ფუნქციებს იძენს და ქვეყნის საჰაერო მიმოსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი ხდება.

 

 

„ადიგენი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ჩაკეტილი მუნიციპალიტეტია“ - ხსნის ზაქარია ენდელაძე და განაგრძობს: „სამხრეთით გვაქვს თურქეთის საზღვარი, დასავლეთით გვაქვს გოდერძის უღელტეხილი, ჩრდილოეთით გვაქვს ზეკარის უღელტეხილი. ფაქტობრივად, ერთადერთი აღმოსავლეთია, რომლის საშუალებითაც ჩვენ დანარჩენ საქართველოს ვუკავშირდებით. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ მოგვეხდინა ამის გახსნა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტი გარდა თავისი მცხოვრებლებისა, ყველასთვის საჭირო ყოფილიყო. მე მინდა გითხრათ ერთი ასეთი სტატისტიკის შესახებ, ვიცით, რომ 6 მილიონი ტურისტი იყო შემოსული საქართველოში, მაქვს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში 2 მილიონამდე ტურისტი შემოდის სამხრეთ საზღვრებიდან. წარმოიდგინეთ, ეს 2 მილიონზე მეტი ტურისტი, რომლებიც სამხრეთ საზღვრებიდან შემოდის, უნდა ჩამოვიდეს ახალციხეში საზღვრიდან, მერე ხაშურში და წავიდეს ბათუმში, ან სარფიდან გავიდეს ევროპაში ხომ. დაახლოებით, სამას კილომეტრამდე მეტს გადის ტურისტი რომ მოხვდნეს სასურველ ადგილზე, ძირითადად დასავლეთ საქართველოში, ზღვისპირეთში დასასვენებლად ან ევროპასთან დასაკავშირებლად. ესენი არიან ტურისტებიც და არიან საქმიანი წრეების წარმომადგენლებიც. მას შემდეგ, რაც გოდერძის უღელტეხილი გაიხსნება, ეს ადამიანები დროსაც დაზოგავენ და სახსრებსაც. ანუ იმის თქმა მინდა, რომ 2 მილიონზე მეტი ტურისტი გამოივლის ადიგენის მუნიციპალიტეტში, აქ უკვე ადვილი იქნება სხვადასხვა ბიზნესმიმართულების განვითარება.

 

 

„ჩვენ დღეის მდგომარეობით, არც ერთი ქარხანა, არც ერთი საწარმო არ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ უღელტეხილების გახსნა. გოდერძის უღელტეხილზე იწყება 47 კილომეტრის მოასფალტების სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, დაწყებულია ეს სამუშაოები, მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები, გარდა ამისა, პრემიერ კვირიკაშვილის ინიციატივით და ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია, ასევე იწყება ზეკარის უღელტეხილზე მოასფალტებითი სამუშაოები. (ბენარა-ქუთაისის საავტომობილო გზა). სხვათა შორის, ქუთაისის აეროპორტი, რომელიც აქტიურად შევიდა ექსპლუატაციაში, უფრო მეტად ხელმისაწვდომია ჩვენი რეგიონისთვის, ვიდრე თბილისის აეროპორტი. სწორად იქნა გათვლილი და შეფასებული ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის ტრადიციული პრობლემა და მისი სიდუხჭირის მიზეზი დღეს დაძლეულია. ადიგენის მუნიციპალიტეტს აუცილებლად მოელის ძალიან დიდი განვითარება. ჩვენ ვართ ბედნიერები მიმდინარე პროცესებით“, განაცხადა ზაქარია ენდელაძემ Guardian.ge-სთან საუბრისას და დაამატა, რომ მათი ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე, „200 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსებაა წამოსული ადიგენის მუნიციპალიტეტის მიმართულებით“.

 

 

„უღელტეხილების მშენებლობით, აბასთუმნის აღდგენით, გაზიფიცირებით, რეგიონული ფონდის მიერ განხორციელებული პროექტებით, მუნიციპალური ფონდის მიერ განხორციელებული პროექტებით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელებული პროექტებით, მთის კანონის შეღავათებით, 200 მილიონ ლარს გადავაჭარბეთ. ეს არის ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის უპრეცედენტო თანხა. აქ იხარჯებოდა წლიურად 2 მილიონიდან 3-3.5 მილიონ ლარამდე, სადაც შედიოდა ხელფასები, საბავშვო ბაღების შენახვა, ანუ ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯები. ასე რომ, მადლობა ღმერთს და მადლობა ჩვენს ხელისუფლებას.

 

 

„როდესაც მოვედი 355 000 ლარი იყო ადგილობრივი ბიუჯეტი და ვფიქრობდი, ამით რა უნდა გამეკეთებინა. მე როგორც კი მოვედი, პირველ რიგში გავაკეთე ის, რომ შევედი საკრებულოში ინიციატივით, ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეული გოჯი მიწა ფასიანი გაგვეხადა. ამხელა მილიონიანი ბრუნვის კომპანიები არსებობს, ფუფუნებაში ცხოვრობენ და სარგებლობენ ჩვენი ტერიტორიებით და ჩვენ აქედან ლარის სარგებელი არ უნდა გვქონოდა?! რაშიც გამოიყენება ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ახლა შესაბამისად, ბიუჯეტში გვიხდიან. ასე რომ, ამ მიმართულებით საგრძნობლად წამოვწიეთ ჩვენი შემოსავლები. ე.ი. 2014 წელს 355 000-ლარიანი ბიუჯეტი იყო, ამ ღონისძიებების გატარების შემდეგ კი, გადავაჭარბეთ 321 000 ლარით 355 000-ლარიან ბიუჯეტს, ფაქტობრივად, გაორმაგდა ჩვენი ბიუჯეტი. ამას მოჰყვა შედეგად ის, რომ უამრავი პროექტი განვახორციელეთ. წელს მუნიციპალიტეტის 11 სოფელში იგება ასფალტი, აქ ორი-სამი სოფელი იყო, სადაც იყო გაკეთებული გზა. მუნიციპალური მნიშვნელობის გზების გარდა, გვაქვს სახელმწიფო მნიშნველობის გზებიც. 9-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც გორგული-უდეს დამაკავშირებელია, კეთდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ. აქ დღემდე იყო გრუნტის გზა. სამუშაოებზე 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯება“, აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომლის თქმითაც, საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, სამუშაოები წყლის სისტემების მოსაწესრიგებლადაც განხორციელდა, რის შედეგადაც მოსახლეობის 80%-ს წყლის პრობლემა მოუგვარდა.

 

 

„ვერ ნახავთ ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელს, სადაც რაღაც მნიშვნელოვანი არ კეთდება. ასეთი სტრატეგია ავირჩიეთ - 57 დასახლებული პუნქტი გვაქვს, ვინმე რომ არ დაგვრჩენოდა ყურადღების მიღმა, სადღაც რომ ასფალტი დავაგეთ, სადღაც გავანათეთ, სადღაც საბავშვო ბაღი გაკეთდა, სადღაც წყლის სისტემა გაკეთდა. სოფლების განათებები უკიდურესი სოფლებიდან დავიწყეთ. გურია-აჭარის საზღვარზე უკიდურესი სოფელი გვაქვს ასეთი კიკიბო - სადაც 11 ოჯახი ცხოვრობს, არის 30 კილომეტრით დაშორებული ადმინისტრაციული ცენტრიდან, იქედან დავიწყეთ განათების გაკეთება. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ ქუჩაში, ამას ყველა დაგიდასტურებთ. მინდა გითხრათ, რომ სამი ხელისუფლების, გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობებისას დაბაში ასფალტი არ არსებობდა, კომუნისტების დროსაც არ იყო. მოუწესრიგებელი სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, გადაუხურავი კორპუსები, წყლები ჩადიოდა შიგ, საძირკველში ჩაედინებოდა წყალი და მოკლედ საშინელი მდგომარეობა იყო. გეგონებოდათ, რომ რაღაც სტიქიამ გადაუარა, ისეთი უსახური და გაუბედურებული იყო აქაურობა, ეს იყო რეალობა. ასფალტი დაიგო, სანიაღვრეები გაკეთდა, დაბაში კანალიზაციის სისტემა მთლიანად შეიცვალა. შეიღება საცხოვრებელი კორპუსები, ნაწილი დარჩენილია და ჩვენ ვაგრძელებთ ამ კუთხით სამუშაოებს. გადაიხურა საერთო საცხოვრებლები და გავანათეთ ქუჩები და ა.შ. მე დაგეგმილი მაქვს და უკვე პროექტი შეძენილი მაქვს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების, რაც გულისხმობს იმას, რომ დაბა ადიგენი უნდა მოვიდეს ქალაქის ტიპის იერსახემდე.

 

 

„ასეთი მიდგომა გვაქვს - წინასწარ ვამზადებთ პროექტებს და თანხების გამოჩენის შემთხვევაში ვაწვდით. ასე დაახლოებით, 7-8 პროექტი განვითარების გეგმის მიღმა გავაკეთეთ. ხელისუფლებიდან უკვე მოთხოვნილია პროექტები და ჩვენ მიწოდებული გვაქვს. ზეკარზე პროექტირება მიმდინარეობს. ზარზმიდან ხულომდე სულ 47 კილომეტრია ანუ გოდერძის უღელტეხილი მთლიანად. აქედან 29 კილომეტრი არის ხულოს ტერიტორიაზე, 18 კილომეტრი არის ადიგენის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. იმ მონაკვეთზე, რაც ხულოს შემადგენლობაში შედის, უკვე სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენს ტერიტორიაზე ჩასატარებელი სამუშაოების პროექტი არსებობს და იდება უკვე სატენდეროდ, სამუშაოების შესასრულებლად. წინამოსამზადებელი სამუშაოები კი ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს. რაც შეეხება ზეკარის უღელტეხილს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მხრიდან უკვე დაწყებულია ამ გზის აღდგენითი სამუშაოები, ხოლო ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ გზის მონაკვეთთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ველოდებით პროცესების განვითარებას“, განაცხადა ზაქარია ენდელაძემ, რომელიც Guardian.ge-მ დაბა ადიგენში, მის სამუშაო კაბინეტში ჩაწერა.

 

 

კომენტარები: 2
#2  გიორგი
      
წარადგინეთ ეს კაცი ისევ გამგებლად. იმსახურებს ნამდვილად.
21 ივნისი 2017 01:04
#1   geographya
      
წარმატებებს გისურვებთ ბატონო ზაქარია. მალე ადიგენი წარმატებული მუნიციპალიტეტი გახდება
20 ივნისი 2017 13:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ვენესუელას პოლიციის ვერტმფრენმა სამშაბათს უზენაესი სასამართლო და მთავრობის სამინისტრო დაბომბა და კიდევ უფრო დაძაბა OPEC-ის წევრი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტმა მადურომ თვადასხმას „ტერორისტების“ მიერ განხორციელებული ქმედება უწოდა მის უკან მდგომ ჯგუფს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი.

როდესაც კიმ ჩენ ინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, რაკეტების გაშვებით და კამერების წინ მხიარულებით და სიცილით არ არის დაკავებული, მისი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მიწიერია, ვიდრე ამას შეიძლება მოელოდეთ. ასე იწყებს წერილს ელეანორ როსი ჟურნალ „ნიუსვიკში“, რომლის თარგმანს „გარდიან.ჯი“ გთავაზობთ.

ყველაზე კითხვადი
  1. კახა კალაძე თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება: „მიუღებელია, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან თუნდაც ეჭვის დონეზე უშვებ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას“
  2. ლევან და გია ყარამანაშვილები: „ნიკა გვარამიას ხვალვე შეუძლია განაახლოს რუსთავი 2-ში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება“
  3. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს, რომ თბილისში გატაცებული აფგან მუხტარლის საქმის გამოძიება სრულად, გამჭვირვალედ და დროულად ჩაატაროს
  4. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია
  5. ზაქარია ენდელაძე: „ათეულობით მილიონ ლარზე მეტი დაფინანსებაა წამოსული ადიგენის მიმართულებით - მუნიციპალიტეტს აუცილებლად მოელის ძალიან დიდი განვითარება“
  6. სალომე ზურაბიშვილი: „პოლიციაში და სხვაგან, ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ“
  7. ზაალ უდუმაშვილმა უკრაინაში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატობაზე მიიღო შეთავაზება
  8. ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე რაბათის დასახლების „ძირძველი ქართული სტილით და მესხური დარბაზებით“ აღდგენის ინიციატივით გამოდის
  9. რუსეთი სირიული „სუ-22“-ის ჩამოგდების გამო შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ მათი ავიაციის ნებისმიერი საშუალება სამიზნე იქნება როგორც ცაში, ისე ხმელეთზე
  10. სამეგრელოში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 649 დევნილ ოჯახს შეუსყიდეს - სოზარ სუბარი სოფელ ნოჯიხევში აფხაზეთიდან დევნილ შონიების ოთხსულიან ოჯახს სტუმრობდა
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი