ხობის გამგებელმა სამსახურების უფროსებთან შეხვედრაზე სტიქიის შედეგებსა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა
19-06-2017, 07:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილეებთან და სამსახურების უფროსებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა. გამგებელმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე.

 

 

 


ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამგებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სტიქიის შედეგებზე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე პროექტებზე. „წინა წლების მსგავსად, წელსაც არაერთი მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. სამუშაოები დაწყებულია ქალაქ ხობის ხუთ ქუჩაზე, პირველი მაისისა და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხოლო საჯიჯაოში, ქ. ხობში გამსახურდიას ქუჩაზე და ქვემო ქვალონში გზების კეთილმოწყობა დასრულდა. ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ჩვენს მუნიციპალიტეტს. უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის და ღელეების ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დააზიანა ბონდის ხიდი, ხიდბოგირები და საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. მთავრობის დახმარებით ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდის ხიდის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება“, განაცხადა გოჩა ქაჯაიამ, როგორც ამას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი