გიგი უგულავა კონსტიტუციური მონარქიის იდეაზე: ამ უმრავლესობიდან ყველაფერია მოსალოდნელი
19-06-2017, 07:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა კონსტიტუციური მონარქიის იდეას ეხმაურება.

 


მისი თქმით, ის, რომ ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონთ დღევანდელი პრეზიდენტი და მეფით ჩანაცვლებაზე ლაპარაკობენ, აბსურდის თეატრიც აღარაა.

 

 

„10-15 მილიონი დაჭირდება ამ წმინდა ოჯახის შენახვას და როდესაც ამდენი სოციალური დაუცველია, რაღაც ქულების გამო ართმევენ 50-ლარიან დახმარებას ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთი მზარდი ხარჯის შემოღება არის ამორალური. ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ეს კონსტიტუცია, რომელსაც კობახიძე გვაჩეჩებს, ვერ პასუხობს.

 

 

მონარქია მმართველობის წარსული ფორმაა. იმ ქვეყნებში, სადაც ეს არის დარჩენილი, ეს ქვეყნები სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ იმპერიები და მეფის სახელი მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურია. საქართველოს დღეს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა. ეს არის არაფორმალური მმართველობა ანუ ადამიანი, რომელსაც არანაირი სტატუსი არ აქვს და მართავს ყველაფერს. დღევანდელი პრობლემიდან უნდა გამოვიდეთ, ამას ვერც მეფე უშველის, ვერც კონსტიტუციური მონარქი, ვერც აბსოლუტური მონარქი, ვერც ამირსპასალარი და ვერც სხვა დანარჩენი, რაც არ უნდა დაარქვათ სახელი. პრობლემა არის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. ასეთ რამეს ვერ და არ უნდა აკეთებდეს მთავრობა. თუ ამაზე წავლენ და საზოგადოებას არაფერს კითხავენ იმის გამო, რომ კობახიძეს და ივანიშვილს არ მოსწონთ დღევანდელი პრეზიდენტი და ჯირყვნიან ამ პრეზიდენტს, ახლა საერთოდ მეფით ჩანაცვლებაზე ლაპარაკობენ, ეს უკვე აბსურდის თეატრიც აღარ არის. ამ უმრავლესობიდან ყველაფერია მოსალოდნელი. ეს უმრავლესობა აბსოლუტურად იმპულსურად მოქმედებს”, განაცხადა გიგი უგულავამ. 

 

 

საქართველო არის უძველესი მონარქია - კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში, აღნიშნული განცხადება პატრიარქმა კვირას, სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას გააკეთა

 

 

კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რაც ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა არის ჭეშმარიტება“

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი