ჩრდილოეთ კორეის მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებული ამერიკელი სტუდენტი გარდაიცვალა
19-06-2017, 23:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკელი სტუდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში 17 თვის განმავლობაში იყო დაპატიმრებული, ორშაბათს ცინცინატის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ მისმა მშობლებმა გაავრცელეს. კომურ მდგომარეობაში მყოფი ოტო უომბიერი ფხენიანმა სულ რამდენიმე დღის წინათ გაათავისუფლა პატიმრობიდან

 


22 წლის ოტო უომბიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებმა გასულ კვირას შეაფასეს და განაცხადეს, რომ მას ტვინის მძლავრი დაზიანება ჰქონდა მიღებული.

 


„სამწუხაროდ, საშინელმა, არასათანადო მოპყრობამ, რომელსაც ჩვენი შვილი იღებდა ჩრდილო კორეელების ხელში, განაპირობა იმ სამწუხარო შედეგის დადგომა, რაც მოსალოდნელი იყო რომ დადგებოდა და რასაც ჩვენ დღეს განვიცდით“, განაცხადა ოჯახმა უომბიერის გარდაცვალების შემდეგ, ადგილობრივი დროით 14:20 საათზე.

 


ოჯახის თქმით, თავიანთი შვილი კომაში 2016 წლის მარტში ჩავარდა, მალევე რაც მას 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც ჩრდილო კორეის შრომა-გასწორების კოლონიაში მკაცრი რეჟიმით სასჯელის მოხდას ითვალისწინებდა.

 


ცინცინატის სამედიცინო ცენტრში, სადაც ის გარდაიცვალა, ექიმებმა გასულ ხუთშაბათს განაცხადეს, რომ უომბიერი ვერ ცნობდა მის გარშემომყოფთ, არ ესმოდა ენა, არ ჰქონდა „წინასწარ განზრახული მოძრაობები და ქცევები“, თუმცა კი თავისით სუნთქავდა.

 


ოჯახს მისი სიკვდილის მიზეზი ჯერ არ დაუსახელებია.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, ამერიკელი სტუდენტის დაპატიმრების გარემოებები და ის, თუ რა სამედიცინო მკურნალობას იღებდა იგი ჩრდილო კორეაში საიდუმლოდ რჩება, მაგრამ ნათესავების თქმით, მისი მდგომარეობა მიუთითებდა, რომ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მისი დამატყვევებლები.

 


21 წლის ოტო უომბიერი ჩრდილო კორეაში 2016 წლის იანვარში ტურისტული ვიზიტისას სასტუმროდან პროპაგანდის ნიშნის მოპარვის მცდელობისთვის დააპატიმრეს, მარტში კი გაასამართლეს და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

 


ფხენიანმა იგი გასულ კვირას გაათავისუფლა პატიმრობიდან და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „ჰუმანურ საფუძვლებზე“ იქნა მიღებული. მის გათავისუფლებას წინ უძღოდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო დესპანის ფხენიანში ვიზიტი, რომელმაც მოითხოვა ჰუმანურ საფუძვლებზე უომბიერის გათავისუფლება.

 


უომბიერის გარდაცვალების გამო განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა. მან სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს და გაკიცხა „ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის სიმხეცე, მაშინ როცა ჩვენ მის ბოლო მსხვერპლს ვგლოვობთ“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი