ევროკავშირი „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებში „დათმობებს“ გამორიცხავს
20-06-2017, 01:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მაიკლ ბარნერმა, დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ბრექსიტისგან“ „არსებითი“ შედეგები იქნება.

 


ბარნერმა განაცხადა, რომ იგი არ იმყოფებოდა ისეთ „განწყობაზე, რომ წასულიყო დათმობებზე ან მოეთხოვა დათმობები“. დიდი ბრიტანეთის „ბრექსიტის“ მდივანმა დევიდ დევისმა კი თქვა, რომ მოლაპარაკებები „იმედისმომცემად დაიწყო“.

 


BBC-ის ცნობით, როგორც ჩანს, დიდი ბრიტანეთი დათმობაზე წავიდა და ევროკავშირის უპირატეს დღის წესრიგს დათანხმდა, რაც იმას გულისხმობს, რომ სავაჭრო მოლაპარაკბები არ დაიწყოს დაუყოვნებლივ.

 


დევისმა და ბარნერმა ბრიუსელში ერთდღიანი მოლაპარკებების შემდეგ პირველი ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

 


თავდაპირველი ფოკუსირება ემიგრანტთა უფლებებზე, ფინანსურ შეთანხმებაზე და „გამოყოფის სხვა საკითხებზე“ მოხდება.

 


დიდ ბრიტანეთს უნდოდა, რომ მის ევროკავშირთან მომავალ ურთიერთობაზე მოლაპრაკებები იმთავითვე ყოფილიყო განხილული, მაგრამ ბარნერმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ევროპული საბჭო გადაწყვეტს, რომ სხვა საკითხებზე „საკმარისი პროგრესია მიღწეული“.

 


დევისმა უარყო მოსაზრებები, რომ ევროკავშირის გეგმაზე თანხმობამ ბრიტანეთის „სისუსტე“ აჩვენა და დაჟინებით ირწმუნება, რომ ეს „სრულ შესაბამისობაშია“ ვაჭრობის და გამოსვლის პარალელური მოლაპრაკებების მთავრობის მიზანთან.

 


„საქმე იმაში კი არაა, როდის იწყება ის, მნიშვნელობა იმას აქვს თუ როგორ დასრულდება ის“, განაცხადა მან.

 


შეკითხვაზე, წავიდა თუ არა სანაცვლოდ იგი რაიმე დათმობაზე დიდ ბრიტანეთთან, ბარნერმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა ევროკავშირის დატოვება - სხვა გზა ამის გარშემო არ არსებობს და თითოეულმა მხარემ „უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა თავიანთი გადაწყვეტილებების შედეგებზე“.

 


„მე არ ვარ იმ განწყობაზე, რომ დათმობებზე წავიდე ან ვითხოვო დათმობები“, თქვა მან.

 


„საუბარი არ არის დასჯაზე, სამაგიეროს მიზღვაზე. არსებითად, ჩვენ ვახორციელებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მიიღო - დაეტოვებინა ევროპის კავშირი, და ვხსნით 43-წლიანი მოთმინებით აშენებულ ურთიერთობებს.

 


„ყველაფერს ვიღონებ, რაც კი შემიძლია, რომ გადავდო ემოციები ერთ მხარეს და ჩავებღაუჭო ფაქტებს, ციფრებს და კანონიერ საფუძვლებს, და ვიმუშაო დიდ ბრიტანეთთან, რათა ვიპოვო შეთანხმება ამგვარი განწყობით“, განაცხადა ბარნერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი