„ქართული ოცნება“: პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა 2023 წელს გაუქმდება, მაჟორიტარული სისტემა 2024 წელს, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერი 3% იქნება
20-06-2017, 03:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მმართველი გუნდი შეთანხმდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის საარჩევნო ბარიერი 5%-იდან 3%-მდე დაიწევს, 2020 წელს ძალაში დარჩება შერეული - პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს არის და ქვეყანა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს გადავა. 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი გზით მოხდება და სახელმწიფოს მეთაურის არჩევის დღეს არსებული წესი 2023 წელს შეიცვლება.

 


კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, რომლის გარშემოც „ქართულ ოცნებაში“ ორშაბათს გამართული კონსულტაციებისას მთავარი წინააღმდეგობა მაჟორიტარული წესის გაუქმების საკითხს მოჰყვა და მაჟორიტართა დიდი ნაწილის დაჟინებული წინააღმდეგობის შემდეგ 2020 წლისთვის დღეს მოქმედი კანონი ძალაში დარჩება, პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე უნდა უყაროს კენჭი, თუმცა დანიშნავს თუ არა მას საქართველოს პრეზიდენტი, სავარაუდოდ მარგველაშვილის საგანგებო ბრიფინგზე გახდება ცნობილი, რომელიც სამშაბათს, 14:00 საათზე დაინიშნა.

 


უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იმისდა მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი რიგგარეშე სესიის დანიშვნასთან დაკავშირებით, პარლამენტს გააჩნია უფლებამოსილება ამგვარი სესიის ჩატარების და ის აუცილებლად ჩატარდება, სადაც კანონმდებლები საკონსტიტუციო ცვლილებებს უყრიან კენჭს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი