ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე რაბათის დასახლების „ძირძველი ქართული სტილით და მესხური დარბაზებით“ აღდგენის ინიციატივით გამოდის
20-06-2017, 05:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალციხის ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად ათვისების ინიციატივით გამოდის ქალაქის მერი ვლადიმერ ზედგინიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როცა რაბათის ციხის დასათვალიერებლად ახალციხეში უამრავი ტურისტი ჩადის, მიზანშეწონილი იქნებოდა რაბათის დასახლების მეორე უბნის კეთილმოწყობაც „ძირძველი ქართული სტილით - იმ მესხური დარბაზებით, რაც დამახასიათებელი იყო ამ უბნისთვის“.

 


როგორც ვლადიმერ ზედგინიძემ Guardian.ge-ს განუცხადა, ახალციხეში განხორციელებული თუ განსახორციელებელი პროექტების უმრავლესობა სწორედაც რომ ქალაქის კეთილმოწყობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნასა და ტურიზმის ხელშეწყობას ემსახურება და ამავე დროს, ბუნებრივია, ორიენტირებულია ქალაქის მცხოვრებთა კეთილდღეობაზე.

 

 

(ვლადიმერ ზედგინიძე - ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი)

 


მისი თქმით, იმ პირობებში, როცა ახალციხის ტერიტორიაზე არ არის არც ერთი ისეთი საწარმო, რომელიც მსხვილი შემოსავლის წყარო იქნებოდა, ერთადერთ რეალურ მიმართულებას წარმოადგენს ტურისტული ბიზნესის განვითარება, სასტუმროების ქსელის გაფართოება და მომსახურების სფეროს წინ წაწევა.

 


„ქალაქში არსებული რაბათის ციხის დასათვალიერებლად მართლაც ბევრი ტურისტი ჩამოდის. ძალზე კარგი იქნებოდა, და ეს არის ჩემი ოცნებაც, რომ გაკეთდეს ქალაქის მეორე უბანიც რაბათის დასახლებისა - გაკეთდეს სწორედ იმ ძირძველი ქართული სტილით, იმ მესხური დარბაზებით, რაც დამახასიათებელი იყო ამ უბნისთვის; შენობები გალამაზდებოდა ქართული სულით, ქართული ორნამენტებით, იმ ელემენტებით, რაც ამ მხარეს ზოგადად გააჩნდა. არ იქნება ამ პროექტის განხორციელება ძვირი და ეს იქნებოდა ტურისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ამ ტერიტორიაზე არის ჩვენი ქალაქისთვის დამახასიათებელი ყველაზე დიდი ნიშანი ტოლერანტობისა“, ამბობს ვლადიმერ ზედგინიძე, რომელიც აღნიშნულ პროექტს, რომელიც ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს და რომელსაც იგი მის „ყველაზე დიდ იდეას“ უწოდებს, აუცილებლად განსახორციელებელ პროექტად მიიჩნევს და თვლის, რომ ტრადიციულად მრავალეროვანი კულტურების სინთეზით გაჯერებულ სივრცეში, სადაც ებრაული სინაგოგა, სომხური ეკლესია, კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები არის თავმოყრილი - „რაბათის ქართული სულით“ ცხოვრებისთვის - ამ იდეის ხორცშესხმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 


„აღნიშნულ ტერიტორიაზე არის ებრაელების სინაგოგა, სომხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია და იქედან ჩამოსასვლელი გზა გაკეთდება მართლმადიდებლურ ტაძრამდე. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იდეა, თუმცა, ამის პროექტი ჯერ არ არსებობს. მე ვიქნები თუ სხვა, ეს უნდა გაკეთდეს, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ რაბათმა ქართული სულით იცხოვროს. საუბარია სულ 176 შენობაზე, რომელთაც დასჭირდება რეკონსტრუქცია-მოწესრიგება. აქ უნდა მოეწყოს „ტოლერანტობის გზა“, ტურისტისთვის ეს იქნება ძალზე მისაღები. ჩვენთან ხშირად ჩამოდიან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები და ისინი სიამოვნებით იხილავენ იმ ერთობას, რომელიც ამ ქალაქში იყო ჩადებული.

 

 

 


„მე მაქვს ასევე იდეა, რომ რაბათის ძველი გვირაბი აღვადგინოთ, სადაც მოეწყობა 267 კიბე. დღეს რომ ჩამოდიან ტურისტები, რაბათის გადასასვლელში დიდი ავტობუსების გავლა და ციხემდე ტრანსპორტით მისვლა შეუძლებელია. აღნიშნული გვირაბის აღდგენის შემთხვევაში კი, ეს პრობლემა მოიხსნება. ქალაქის ქვედა მხრიდან შეიძლება ასვლა ამ კიბეების საშუალებით და მოხვედრა რაბათის ციხეზე. ამ პროექტებს თუ განვახორციელებ, დამერწმუნეთ, ეს ჩემი ქალაქის სიამაყე იქნება“, აცხადებს ვლადიმერ ზედგინიძე.

 

 

კომენტარები: 1
#1  ოთარ მაისურაძე
      
ჩინებული იდეაა.ე
21 ივნისი 2017 21:33
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი