არქიმანდრიტი ბართლომე: ადამიანები, რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინა ივანიშვილს და „ვენოკებით” დადიხართ, ხელმოცარული კუდიანები ხართ
20-06-2017, 09:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადამიანები, რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინა ივანიშვილს და „ვენოკებით” დადიხართ, ხელმოცარული კუდიანები ხართ, წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი.

 

 

იგი აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საჩხერეში შეხვდა და ის „არაჩვეულებრივად გამოიყურება".

 

 

„იძულებული ვარ დავწერო. გუშინ გახლდით საჩხერეში, კერძოდ ჭორვილაში ციცინო ბებოს მოსანახულებლად, ბატონი ბიძინაც იქ გახლდათ. ერთად ვისადილეთ, ჯანმრთელია და არაჩვეულებრივად გამოიყურება მტრების ჯინაზე. მინდა სულით ავადმყოფებს და პოტენციურ მკვლელებს ვუთხრა, დაწყნარდით, საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრეთ.

 

 

ადამიანები, რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინას და ვენოკებით” დადიხართ, ხელმოცარული კუდიანები ხართ. უფალმა მოგკითხოთ და მოგაგოთ თქვენი სიმართლისამებრ”, წერს არქიმანდრიტი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 

 

ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მისმა შვილმა, ბერა ივანიშვილმაც გამოაქვეყნა. მან იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც მისივე განცხადებით, ყოფილი პრემიერ მინისტრის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

 

კომენტარები: 1
#1   Khatuna
      
მახარებს კარგი ინფორმაცია,წყაროს სანდოობა!
20 ივნისი 2017 10:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი