ჯორჯ სოროსი: „დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირს შესაძლოა, ხელახლა დაქორწინება მანამ მოუნდეთ, სანამ ისინი გაიყრებიან“
20-06-2017, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა, რომელმაც სახელი 1992 წელს ფუნტის წინააღმდეგ ფსონის დადებით მოიპოვა, განაცხადა, რომ ბრიტანეთი უახლოვდება შეუქცევად მომენტს, როცა ეკონომიკა იმ დონემდე შენელდება, რომ შესაძლოა „ბრექსიტმა“ უკუსვლაც კი დაიწყოს.

 


ამის შესახებ სტატიას სააგენტო „როიტერსი“ აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ სოროსმა 1992 წელს მისი თანხის ნაწილი წარმატებით გამოიყენა ფსონის დასადებად იმასთან დაკავშირებით, რომ სტერლინგი გერმანულ მარკასთან მიმართებაში გადამეტფასებული იყო, აიძულა მაშინდელი პრემიერ მინისტრი ჯონ მეიჯორი ამოეღო ფუნტი სტერლინგი ვალუტის გადაცვლის კურსის ევროპული მექანიზმიდან.

 


სოროსმა, რომელიც უნგრეთში დაიბადა, მაგრამ გეზი ლონდონისკენ იმ დროს აიღო, როცა ბუდაპეშტში ძალაუფლებას ხელში კომუნისტები იღებდნენ, განაცხადა, რომ ეკონომიკურმა რეალობამ დიდ ბრიტანეთთან დაწევა დაიწყო.

 


„სიმართლის მომენტი სწრაფად ახლოვდება“, განაცხადა სოროსმა წერილში, რომელიც მან რეპორტიორებს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა.

 


„ფაქტი ისაა, რომ „ბრექსიტი“ არის წაგებული, წაგებული პროექტი, ზიანის მომტანი ორივესთვის, ბრიტანეთისთვის და ევროპის კავშირისთვის. ის არ შეიძლება, რომ დაუსრულებელი იყოს, მაგრამ ადამიანები შეიცვლიან თავიანთ აზრებს“.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, ბრიტანეთის 2.5 ტრილიონის ეკონომიკამ აჩვენა ელასტიურობა გასული წლის რეფერენდუმის შემდეგ, როცა ბრიტანელების 52%-მა 48%-ის წინააღმდეგ ხმა მისცეს ევროკავშირის დატოვებას, მიუხედავად იმისა, რომ შოკისმომგვრელი შედეგების გამოცხადებიდან დაუყოვნებლივ, რამდენიმე საათში სტერლინგი დოლართან მიმართებაში 25%-ით დაეცა.

 


მაგრამ, ბრიტანეთი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების მქონე 7 სახელმწიფოს რიგებიდან 2016 წლის შემდეგ, მაშინ როცა ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიცხვს განეკუთვნებოდა, 2017 წლის ადრეულ პერიოდში ყველაზე ნელი ტემპით მზარდ ეკონომიკათა რიცხვში გადაინაცვლა, რადგანაც „ბრექსიტის“ შემდეგ ფუნტის ღირებულების დაცემამ ინფლაცია გაზარდა და მომხმარებლთა ხარჯებს დარტყმა მიაყენა.

 


მზარდი ფასები და ხელფასების ზრდის შენელების კომბინაცია გამოწვევას წარმოადგენს „ინგლისის ბანკისა“ და მისი პოლიტიკის წარმმართველთათვის, რომელთაგან სამმა გასულ კვირას ხმა მისცა საპროცენტო განაკვეთის ზრდას, რათა დაეწიონ ინფლაციის ზრდის ტემპს.

 


სოროსმა განაცხადა, რომ ბანკმა სათანადოდ ვერ შეაფასა ინფლაციის გავლენა და ახლა ეწევა მას.

 


„ოჯახები გააცნობიერებენ, რომ მათი ცხოვრების დონე ეცემა და ისინი უნდა შეეწყონ თავიანთი ხარჯვის ჩვევებს“, განაცხადა სოროსმა. „კიდევ უფრო უარესი რომ ვთქვათ, ისინი ასევე გააცნობიერებენ, რომ გახდნენ ზედმეტად ვალში ჩაფლულნი და მათ უნდა გადაიხადონ უკან თავიანთი ვალები“.

 


ბრიტანეთს, 2019 წლის მარტამდე, რა დროისთვისაც უნდა დაასრულოს ევროკავშირიდან გასვლაზე ბრიუსელთან მოლაპარაკებები, რომლის პირველი რაუნდიც ორშაბათს დაიწყო, 2 წელიწადზე ნაკლები დრო აქვს. ორივე მხარეს, ერთის მხრივ ევროკავშირს, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდ სავაჭრო ბლოკს და მეორეს მხრივ დიდ ბრიტანეთს, მსოფლიოში სიდიდით მე-5 ყველაზე დიდ ეკონომიკას, ესაჭიროება მოქნილი სავაჭრო ხელშეკრულების ქონა.

 


სოროსმა განაცხადა, რომ თუ პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის სურს ხელისუფლებაში დარჩენა, მან უნდა შეცვალოს მისი მიდგომა და ახსოვდეს ახალგაზრდა ადამიანები, რომელთაც, როგორც მან თქვა, სურთ იშოვონ კარგად ანაზღაურებადი სამსახურები.

 


პრემიერ მინისტრმა მეიმ, აცხადებს სოროსი, უნდა ეცადოს შეინარჩუნოს ბრიტანეთი ევროკავშირის ერთიან ბაზარზე.

 

 

„ევროკავშირთან გაყრის პროცესის დასრულებას სულ მცირე 5 წელი დასჭირდება, და ამ პერიოდში ახალი არჩევნები ჩატარდება. თუკი ყველაფერი კარგად წარიმართა, ორ მხარეს შესაძლოა ხელახლა დაქორწინება მანამ მოუნდეს, სანამ ისინი გაიყრებიან“, განაცხადა სოროსმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი