სიღნაღში რამდენიმე ქუჩის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
21-06-2017, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სიღნაღში შიდა ქუჩების აღდგენა დაიწყო. როგორც Guardian.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ამ ეტაპზე ჭავჭავაძის, კვერნაძის, აბრამიშვილის ქუჩების, ბარათაშვილის I შესახვევისა და არსებული საყრდენი კედლების აღდგენა მიმდინარეობს.

 

 

„ამ დროისთვის, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული რიყის ქვის საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც გრანიტის ქვა დაიგება. კვერნაძის და ბარათაშვილის ქუჩაზე რკინა-ბეტონის, ხოლო აბრამიშვილის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის გზის საფარი მოეწყობა. ასევე, გორგასლის და წმ. გიორგის ქუჩაზე გზის საყრდენი კედლები გაკეთდება.

 


პროექტი, რომელიც ქალაქის ქუჩების ნაწილის აღდგენას ითვალისწინებს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ჯამური ღირებულება 234 970 ლარია", აღნიშნულია სიღნაღის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ოქტომბერში დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი