ვლადიმერ ზედგინიძე: ქალაქ ახალციხის ინფრასტრუქტურული პროექტები ქუჩების და მიწისქვეშა კომუნიკაციების კეთილმოწყობაზეა ორიენტირებული
22-06-2017, 01:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ ახალციხის ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდესი ნაწილი ქუჩების და მიწისქვეშა კომუნიკაციების, საკანალიზაციო და წყლის სისტემების კეთილმოწყობაზეა ორიენტირებული.

 


როგორც ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ Guardian.ge-ს განუცხადა, ასფალტი ისეთ ქუჩებზეც კი იგება, სადაც მანამდე ის „არასდროს ყოფილა დაგებული“.

 

 

 


„ახალციხის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, 2017 წელს ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. ძირითადი მიმართულება ეს არის ქუჩების კეთილმოწყობის საკითხი. წლის დასაწყისიდან გავაგრძელეთ და ვასრულებთ იმ მსხვილ პროექტებს, რომლებიც 2016 წელს დაიწყო და შემიძლია ვთქვა, რომ ქალაქის ერთი ნაწილი, ძირითადი, მარჯვენა ნაპირი მთლიანად ასფალტირებული იქნება. ეს არის ის ქუჩები, სადაც არასდროს ყოფილა დაგებული ასფალტი და არ ყოფილა საკანალიზაციო თუ წყლის სისტემები მოწესრიგებული. ჩვენ ივლისის ბოლომდე დავასრულებთ ამ სამუშაოებს, ასე რომ, მარჯვენა მხარე არამარტო ასფალტ-ბეტონით იფარება, არამედ წყალსადენებიც შეიცვალა, საკანალიზაციო სისტემაც შეიცვალა და რაც მთავარია, მთელი ქალაქის ყველა ქუჩა, ყველა ეზო, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, განათდა“, განაცხადა ვლადიმერ ზედგინიძემ.

 

 

 

 


მისივე თქმით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ახალციხეში დაგეგმილია გვარამაძის ქუჩის აღდგენის მესამე ეტაპის განხორციელება, გორგასლისა და ზედგინიძის, ვაჟა-ფშაველას, მესხეთისა ქუჩისა და მესხეთის ქუჩის შესახვევის აღდგენა.

 

 

 


„ასევე დაგეგმილია ნიკოლაძის ქუჩისა და ჩიხების, ქეთევან დედოფლის, დემეტრე მეორე თავდადებულის, ათონელის პირველი, მეორე და მესამე მონაკვეთების, მაისურაძის, ჯავახიშვილის, მღვდელი თევდორესა და წიქვაძის ქუჩების აღდგენა. ამ ეტაპზე შალვა ახალციხელის, გამრეკელის, რუსთაველის, კანანელისა და ილია მართლის ქუჩების აღდგენა მიმდინარეობს“, ამბობს ვლადიმერ ზედგინიძე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდ პროექტად რუსთაველის ქუჩაზე კოლექტორის საკითხის მოგვარებას მიიჩნევს.

 

 

 


„ეს პროექტი მოიცავს 690 000 ლარს და მეორე პროექტი არის 980 000-ლარიანი. ძირითადად დაფინანსების წყარო რეგიონული განვითარების ფონდია და ნაწილობრივ ჩვენც ვმონაწილეობთ. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო ასევე მოგვეწესრიგებინა საკანალიზაციო სისტემა ქალაქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, სადაც დაახლოებით, 800-ზე მეტი ამომრჩეველი გვყავს. ეს პროექტი არის 1 მილიონ 80 000-ლარიანი, მოხდება ახალი განაშენიანება, გაკეთდება ახალი საკანალიზაციო სისტემა. დაფინანსების წყარო ამ შემთხვევაშიც რეგიონული განვითარების ფონდია. ცოტა გადაიწია ამ პროექტის საკითხი, თუმცა, ჩვენდა გასახარად, მტკივნეული პრობლემის გადაჭრაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაგვეხმარა. აგვისტოს თვეში ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამ უბანში შესაძლებელი იქნება უკვე ასფალტ-ბეტონის დაგება და მომავალ წელს, მთელი სახსრები ამ კუთხით იქნება მობილიზებული, რომ ეს უბანი მთლიანად ავითვისოთ“, განაცხადა ვლადიმერ ზედგინიძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი