მთავრობას ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გამოაქვს და მოქალაქეებს წილის შეძენის შესაძლებლობას აძლევს
22-06-2017, 03:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება, - საჯარო შეთავაზებით იქმნება პრეცედენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პროექტში წილის შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

 


როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პრივატიზაციის ასეთი ფორმა ძალიან მნიშვნელოვნად წაახალისებს პირველ რიგში საფონდო ბირჟას და ამავდროულად, საშუალებას მისცემს ადგილობრივ ინვესტორებს, შეიძინონ წილი პროექტში.

 


„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ასევე, ადგილობრივ ინვესტორებს მიეცემათ შანსი, შეიძინონ ამ პროექტის აქციები, ვინაიდან მომზადდება პროექტი ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზებისთვის. ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, რომელიც ერთადერთი არ იქნება. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადავდგამთ", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერი მიიჩნევს, რომ მწვანე ენერგიის ათვისება უნდა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

 


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ სწორად აითვისოს ჰიდროენერგიის მიმართულებით არსებული პოტენციალი, თუმცა აქცენტი გასაკეთებელია ქარისა და მზის ენერგიაზეც, რომელიც, ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ იაფდება.

 


პრემიერ-მინისტრმა ქარის ელექტროსადგურის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, EBRD-ს და საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ პროექტის აქციები ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი