გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება.
ევროკომისარმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ელის „გამოძიებას, რომელიც იქნება არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი".
„ეს საკითხი პრეზიდენტ ალიევთან, ასევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი მოლაპარაკების დროს წამოვწიე. ჩემი აზრით, ახლა გამოძიება ქართულ მხარეზეა დამოკიდებული და ვაფასებ, რომ მქონდა შესაძლებლობა ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთანაც მესაუბრა, რომ მიმდინარეობს საფუძვლიანი გამოძიება. უნდა დაველოდოთ შედეგს, მაგრამ ველი გამოძიებას, რომელიც იქნება არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი. ვნახოთ რა იქნება შედეგი, არ მინდა რაიმეთი სპეკულირება, თუმცა, ახლა ქართულ მხარეზეა, რომ გამოიძიოს ეს საქმე," განაცხად იოჰანეს ჰანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.