დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი უმოკლესი გზის - გომარეთი-ჭოჭიანის საავტომობილო მონაკვეთის აღდგენა იგეგმება
22-06-2017, 07:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის გომარეთი-ჭოჭიანის საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს გეგმავს.

 

 

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თავად გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

 

მათი ცნობით, აღსადგენი მონაკვეთი იწყება დიდი დმანისი-დმანისი-გომარეთი-ბედიანის საავტომობილო გზაზე სოფელ გომარეთთან და უერთდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზას.

 

 

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთს 30 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. საავტომობილო გზის მონაკვეთი (სავარაუდო სიგრძე 7კმ) ამორტიზირებულია და ფერხდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხრეშოვანი საფარი ძლიერ დაზიანებულია. დღესდღეობით, არსებულ გზაზე მხოლოდ მაღალი განვლადობის ავტოტრანსპორტს შეუძლია გადაადგილება. რეაბილიტაციის შემდეგ აღნიშნულ გზაზე შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ავტოტრანსპორტით მოძრაობა.

 

 

სარეაბილიტაციო მონაკვეთი წარმოადგენს უმოკლეს გზას დმანისის და წალკის მუნიციპალიტეტის ერთმანეთთან დასაკავშირებლად. გადაადგილების მანძილი მცირდება დაახლოებით 20 კმ-ით.

 

 

მიმდინარე წელს აღნიშნული მიმართულებით დაიწყება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

 

 

გზის რეაბილიტაციის შედეგად, გაუმჯობესდება გზის საექსპლუატაციო მაჩვენებლები. უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად და კომფორტულად გადაადგილება. ასევე, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალება ექნება კომფორტული და განახლებული გზით ისარგებლონ. რეაბილიტირებული გზა, ხელს შუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდას", აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი