ანგელა მერკელმა ევროკავშირის მოქალაქეებისადმი ტერეზა მეის შეთავაზებას „კარგი დასაწყისი“ უწოდა
22-06-2017, 23:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დიდი ბრიტანეთის გეგმებს, უზრუნველყოს ევროკავშირის მოქალაქეების უფლებები ბრიტანეთში მას შემდეგ, რაც მისი ბლოკიდან გასვლა მოხდება, „კარგი დასაწყისი“ უწოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მან თქვა, რომ „ბრექსიტთან“ დაკავშირებით „ძალიან, ძალიან ბევრი შეკითხვაა“ და „ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი“.

 


პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტზე ევროპის ლიდერებს უთხრა, რომ ევროკავშირის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დიდ ბრიტანეთში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ახალი სტატუსი, „ევროკავშირის მოსახლის სტატუსი“ მიეცემა.

 


ახალი საემიგრაციო სტატუსი მათ იმის უფლებას მიანიჭებს, რომ „ბრექსიტის“ შემდეგ (დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ) დარჩნენ დიდ ბრიტანეთში და მიიღონ ჯანდაცვა, განათლება და სხვა სარგებლები.

 


როგორც BBC იუწყება, აღნიშნული გეგმა 3.2 მილიონ ევროკავშირის მოქალაქეს შეეხება, რომელიც ახლა დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.

 


ტერეზა მეიმ აღნიშნულ თემაზე საუბრისას მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ წინადადება მხოლოდ მაშინ იქნება მიღებული, თუკი ანალოგიური უფლებები მიენიჭებათ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებში.

 


„ტერეზა მეიმ ნათელი გახადა დღეს, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში 5 წელი იმყოფებოდნენ, შეეძლებათ თავიანთი უფლებების შენარჩუნება. ეს კარგი დასაწყისია“, განაცხადა მერკელმა ხუთშაბათის მოლაპარაკებების დასასრულს.

 


„მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი ბევრი სხვა საკითხი „ბრექსიტის“ შესახებ - რაც შეეხება ფინანსებს, რაც შეეხება ირლანდიასთან ურთიერთობას - რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ოქტომბრამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ“, დაამატა გერმანიის კანცლერმა.

 


მისი დაჟინებული რწმუნებით, „ბრექსიტი“ არ ყოფილა სამიტის მთავარი ფოკუსირების საგანი - დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხი ცალკე მოლაპრაკებების თემა იქნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი