ფხენიანმა ახალი რაკეტის ძრავა გამოსცადა - ვაშინგტონი შიშობს, რომ ეს შესაძლოა ერთი ეტაპი იყოს კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტის ძრავის შესაქმნელად, რომელსაც აშშ-სთან წვდომის შესაძლებლობა ექნება
23-06-2017, 00:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ ახალი რაკეტის ძრავა გამოსცადა, რაც მისი ძალისხმევების ნაწილია, შექმნას რაკეტა, რომელსაც შეერთებული შტატების კონტინენტზე წვდომის შესაძლებლობა ექნება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


ტრამპის ადმინისტრაციას ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარების შეჩერების მექანიზმების მოძიება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვს მიჩნეული.

 


საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი დაგმობის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო გამოცდების რაოდენობა გაზარდა და მისი მთავარი მიზანია განავითაროს კონტინენტთშორისი ბირთვული ქობინებით აღჭურვილი რაკეტა.

 


გასულ თვეს აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ ჩრდილოეთ კორეა აღნიშნულის მიღწევის „გარდაუვალ“ გზაზე იმყოფება.

 


ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოსთან ანონიმურად საუბრისას განაცხადეს, რომ ბოლო ძრავის გამოცდა, ხუთშაბათს, შესაძლოა ერთი ეტაპი იყოს კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტის ძრავის შესაქმნელად, რომელსაც შეერთებულ შტატებთან წვდომის შესაძლებლობა ექნება.

 


ჩრდილოეთ კორეის ყველა სამხედრო აქტივობის საიდუმლო ბუნებიდან გამომდინარე, ექსპერტებს უჭირთ იმის შეფასება, თუ რამდენად ახლოსაა ფხენიანი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტის შექმნის გზაზე, წერს BBC.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი