ე.წ. კანიბალების საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო, ირმა ყოჩიაშვილს კი, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
23-06-2017, 06:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. კანიბალების საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო, ირმა ყოჩიაშვილს კი, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. განცხადება აღნიშნულის თაობაზე ჟურნალისტებთან ადვოკატმა, ლალი ბიწოშვილმა გააკეთა.

 

 

„109-ე მუხლის მესამე ნაწილში გაამართლა ბექა შენგელია და მეორე ნაწილით უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გარკვეული პერიოდის მერე ჩავიბარებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, განაჩენს, რომელსაც რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ყველა ასე ამბობდა ყოველთვის, რომ ბექა შენგელიას მიესაჯებოდა უვადო და საზოგადოების დაკვეთა უფროა შესრულებული, ვიდრე კანონიერი განაჩენი,“ განაცხადა ადვოკატმა, დალი ბიწოშვილმა. 

 

 

პროკურორის თქმით კი, ბექა შენგელია გამართლდა მხოლოდ 109-ე მუხლის მესამე ნაწილში, რომელიც გულისხმობს მსხვერპლის ორგანოს სხვა მიზნით გამოყენებას.

 

 

“ბექა შენგელიასთან ვიმუშავეთ 109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, ეს გახლავთ ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით, განძრახ ჩადენილი მკვლელობა. ხოლო ბექა შენგელიას ამავე მუხლით და ამავე ნაწილებით იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება კითხვას, რომელ ნაწილში გამართლდა, ეს გახლავთ პუნქტი 109-ე მუხლის მესამე ნაწილისა, მსხვერპლის ორგანოს სხვა გზით გამოყენება. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს მუხლი ამ პუნქტით არ არსებობდა,“ აღნიშნა პროკურორმა.

 

 

76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობა თბილისში, 19 ოქტომბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყოჩიაშვილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. სასტიკ დანაშაულში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი ლუბა ყოჩიაშვილის შვილია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი