საუდის არაბეთის შსს: მუსულმანთა წმინდა ქალაქ მექას გრანდიოზულ მეჩეთზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის გეგმა ჩაშლილია - პოტენციურმა თავდამსხმელმა სახლში თავი აიფეთქა
24-06-2017, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პარასკევს, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა მუსულმანთა წმინდა ქალაქ მექას გრანდიოზულ მეჩეთზე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავდასხმის გეგმა ჩაშალეს, პოტენციური თავდამსხმელის ბინაში მომწყვდევით, სადაც მან თავი აიფეთქა.

 


სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამი ქსელის მიერ თავდასხმა მლოცველებზე იყო დაგეგმილი მაშინ, როცა მუსულმანთა წმინდა თვე რამადანი მის უმაღლეს წერტილს უახლოვდება.

 


სავარაუდო თვითმკვლელმა ტერორისტმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნა უსაფრთხოების ძალებს, ხოლო როცა იგი მექას ცენტრალურ ნაწილში, მეჩეთთან ახლოს, აჯიად ალ-მასაფის რაიონში, სახლში ალყაში იქნა მოქცეული, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, აცხადებენ საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

 

 

 

 


„როტერსის“ ცნობით, აფეთქების შედეგად შენობა ჩამოიქცა, დაშავდა ექვსი უცხოელი და უსაფრთხოების ძალების 5 წარმომადგენელი.

 


ამავე დღეს, ცოტა უფრო ადრე, უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს სხვა ძებნილი მამაკაცი, რომელიც მექას ალ-ასელაჰის რაიონში ისლამისტი მებრძოლების თავშესაფარს იყენებდა სამალავად. სამინისტრომ განაცხადა, რომ ასევე განადგურებულია მესამე ქსელი წითელი ზღვის ქალაქ ჯედაჰში, მაგრამ ამის დეტალები არ მოუცია.

 


სამინისტროს ცნობით, დაპატიმრებული 5 ეჭვმიტანილი მებრძოლი, რომელთა შორის ერთ-ერთი ქალია.

 


მარხვის თვე ეიდ-ალ-ფიტრის დღესასწაულით სრულდება, რომელიც კვირას უნდა გაიმართოს. საუდის არაბეთის მონარქები რამადანის ბოლო 10 დღეს ჩვეულებისამებრ მექაში ატარებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი