ვლადიმერ პუტინი: „მთელი ჩემი მუშაობა საბჭოთა კავშირის КГБ-ს საგარეო დაზვერვის ორგანოებში დაკავშირებული იყო სწორედ არალეგალურ დაზვერვასთან“
24-06-2017, 06:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი საბჭოთა კავშირის სუკ-ში (КГБ СССР) მუშაობა დაკავშირებული იყო არალეგალურ დაზვერვასთან და უსურვა ბედნიერება და კეთილდღეობა არალეგალურად მოქმედ რუს მზვერავებს, რომლებიც ახლანდელ დროებაში მუშაობენ.

 


„მთელი ჩემი მუშაობა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის საგარეო დაზვერვის ორგანოებში დაკავშირებული იყო არა მხოლოდ საგარეო დაზვერვის სამსახურთან, არამედ სწორედ არალეგალურ დაზვერვასთან“, უთხრა პუტინმა ტელეკომპანია „Россия 1“-ის წამყვანს სერგეი ბრილევს. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის სიტყვები ვებგვერდ Вести.ru-ზე არის მოყვანილი.

 


პუტინის სიტყვებით, არალეგალი მზვერავები არიან - „განსაკუთრებული ადამიანები, განსაკუთრებული ხარისხის, განსაკუთრებული რწმენის, ესენი არიან განსაკუთრებული ხასიათის ადამიანები“.

 


„შენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარის თქმას, შენს ახლობლებზე, მშობლიურ ხალხზე უარის თქმას და ქვეყნის ბევრი, ბევრი წლით დატოვებას, შენი ცხოვრების სამშობლოსადმი სამსახურისთვის მიძღვნას, ყველა ვერ შეძლებს. ეს მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. ამას ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ. სწორედ საქმისადმი ასეთი მიდგომით, ქვეყნისადმი და თავისი ხალხისადმი ასეთი მიდგომით ცხოვრობენ არალეგალური დაზვერვის თანამშრომლები. ესენი უნიკალური ადამიანები არიან. მე ვუსურვებ მათ ბედნიერებას, კეთილდღეობას, დარწმუნებული ვარ, ისინი მოისმენენ ჩემს სიტყვებს“, აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

 


„რია ნოვოსტის“ ცნობით, ვლადიმერ პუტინი 1985-1990 წლებში სუკ-ის (КГБ) პირველი მთავარი სამმართველოს ხაზით (საგარეო დაზვერვა) დრეზდენში (მაშინდელი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) მუშაობდა როგორც ადგილობრივი საბჭოთა კავშირ-გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (СССР-ГДР) მეგობრობის სახლის დირექტორი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი