გურიაში თანამედროვე სტანდარტების ახალი საწარმო გაიხსნა - საწარმოში 40 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა
24-06-2017, 09:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმოს გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გურიის რეგიონში მდებარე საწარმოში 40 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, რითაც თანამედროვე სტანდარტების ახალი საწარმო შეიქმნა.

 


მთავრობის მეთაურმა კომპანია „წყალი მარგებელს“ და მის ყველა თანამშრომელს 20 წლის იუბილე მიულოცა და მადლობა გადაუხადა მიხეილ სვიმონიშვილს იმ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს საქართველოში გადამამუშავებელი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

 


„განსაკუთრებული ემოცია გეუფლება, როდესაც შენს ქვეყანაში ასეთი თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის მქონე საწარმო იხსნება. მინდა, ეს დღე ყველაზე მეტად მივულოცო ადგილობრივ მცხოვრებლებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც აქ, ამ საწარმოში უნდა ააშენონ ქართული ინდუსტრიული პოტენციალის მომავალი. მართლაც მეამაყება, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი საწარმო იხსნება. ნამდვილად ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამხელა მიღწევას ჩვენს ქვეყანაში“, განაცხადა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ საუბარია არა მხოლოდ ერთ საწარმოზე, არამედ მთელ კომპლექსზე - უკვე გაშენებულია 70 ჰექტარზე მეტი თანამედროვე სტანდარტის ხილის ბაღები, რომლის ფართობის 500 ჰექტრამდე გაზრდა იგეგმება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებაზე.

 


„მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გიგანტი, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის ბრენდის ქვეშ, როგორიცაა კომპანია „რაუხი“, ქართული პროდუქცია გაიყიდება არაერთ საექსპორტო ბაზარზე. გილოცავთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში. ძალიან მახარებს, რომ გარემოსდაცვითი კუთხითაც დაცულია უმაღლესი სტანდარტები. მინდა, ყველა მეწარმეს საქართველოში ვთხოვო და მოვუწოდო, ასეთი სტანდარტი დავიჭიროთ, რადგან ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ყველა ტექნოლოგიური მიღწევის წინა ხაზზე. ეს ქარხანა სწორედ ამის დადასტურებაა“, აღნიშნა პრემიერმა.

 


ახლად გახსნილ საწარმოში „წყალი მარგებელი“, ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია „რაუხთან“ ერთად, სხვადასხვა სახეობის წვენს, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს. საქართველოში წარმოებული საერთაშორისო ბრენდის პროდუქტი ასევე გავა ექსპორტზე.

 


პროექტი ავსტრიელ და შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად, EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ახალი ქარხნის გახსნას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ავსტრიისა და შვეიცარიის ელჩები დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი