იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით ლევან მურუსიძე გიორგი მიქაუტაძემ შეცვალა
24-06-2017, 10:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლევან მურუსიძე გიორგი მიქაუტაძემ შეცვალა. იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ფარული კენჭისყრით ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს. მას საბჭოს 246 წევრმა დაუჭირა მხარი, მეორე კანდიდატმა რევაზ ნადარაიამ კი მხოლოდ 25 ხმა მიიღო.

 


გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა. მან კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად არჩევის შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს დატოვებდა.

 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად 4 წლის ვადით არჩეულმა მიქაუტაძემ განაცხადა, რომ საბჭოში ცვლილებები აუცილებლად იქნება. მან სასამართლო სისტემაში პრობლემური საკითხების არსებობა აღიარა და პირობა დადო, რომ პირველ რიგში „სასამართლოს განტვირთვას“ მოახდენს, შემდეგ კი „სხვა საკითხებს მიხედავს“.

 


„პრობლემური საკითხები რა თქმა უნდა არსებობს, სასამართლო გადატვირთულია და ნომერ 1-ლი გამოწვევა ალბათ არის ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს დროულად მივაწოდოთ ეს სერვისი. სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა ელოდება და ამ მიმართულებით ყველაზე აქტიურად ვიმუშავებთ. პრიორიტეტული იქნება ის, რომ სასამართლო განიტვირთოს ჯერ საქმეებისგან და შემდგომ უკვე მივხედავთ სხვა საკითხებსაც“, განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა ლევან მურუსიძემ კი განაცხადა, რომ საბჭომ მისი ხელმძღვანელობის დროს „დადო ის ფუნდამენტი“, რომელზეც უნდა აშენდეს შემდეგი საქმიანობა.

 


დღეს მოსამართლეთა 21-ე რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდა, სადაც ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი - ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია აირჩიეს, რომელთაც მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი