ვლადიმერ პუტინი ყირიმში საყოველთაოდ ცნობილ საერთაშორისო ბანაკ „არტეკს“ ესტუმრა, რომელიც ერთ ცვლაში ერთდროულად 10 ათასი ბავშვის მისაღებად ემზადება
24-06-2017, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმში, საბავშვო ცენტრ „არტეკს“ ესტუმრა. მან იქ ყოფნის დროს საერთაშორისო საბავშვო ცენტრის, „არტეკის“ მაკეტი დაათვალიერა. იგი ასევე გაეცნო ბანაკის ინფრასტრუქტურული ობიექტების 2014 წლიდან წარმოებული რეკონსტრუქციის შედეგებს.

 


„რია ნოვოსტის“ ცნობით, „არტეკის“ ხელმძღვანელმა პრეზიდენტს იმის თაობაზე მოახსენა, რომ საბავშვო კომპლექსი მონაკოს ფართობის ტოლია. მან პუტინს 2015-2016 წლებში ბანაკის აღდგენითი სამუშაოების და კომპლექსის განვითარების გეგმების შესახებ მოუთხრო, რაც იმ დონემდე უნდა განვითარდეს, რომ ბანაკს ერთი ცვლის პერიოდში ერთდროულად 10 ათასი ბავშვის მიღება შეეძლოს (ამჟამად ბანაკს ერთ ცვლაში 3,3 ათასი ბავშვის მიღება შეუძლია). მან აღნიშნა, რონ ბანაკში ბავშვები არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის აშშ-დან, უკრაინიდან, ევროპის ქვეყნებიდან და სირიიდან ჩადიან.

 


ბანაკის დირექტორმა პუტინს „არტეკის“ რამდენიმე მოქმედი კორპუსის დათვალიერება შესთავაზა და ხუმრობით აღნიშნა: „ამ მხრივ ამინდი გვწყალობს“.

 


„ასე ფიქრობთ?“ უპასუხა პუტინმა და დაამატა, რომ ბანაკში მისი ჩასვლისას ძალიან ძლიერი წვიმა წამოვიდა.

 


დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, პუტინის თანაშემწე ანდრეი ფურსენკომ, პრეზიდენტთან შეხვედრისას, ასევე წვიმის შესახებ საუბრისას თქვა: „ტენდენცია ერთნაირია“.

 


22 ივნისს, პრეზიდენტი პუტინი მარადიული ცეცხლის ყვავილებით შემკობის ცერემონიისას ასევე ძლიერ წვიმაში მოჰყვა, თუმცა მან ქოლგის გამოყენებაზე უარი განაცხადა და მთელი ცერემონიის განმავლობაში თავსხმა წვიმაში, ღია ცის ქვეშ იდგა. (დაბლა იხილეთ ვიდეო)

 

 

 


„არტეკში“ 2017 წლის მე-7 ცვლა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ არტეკელს - ამერიკელ მოსწავლეს, სამანტა სმიტს ეძღვნება. გასული საუკუნის 80-იან წლებში, ცივი ომის დროს, „არტეკი“ ასეულობით ბავშვს იღებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ყველაზე ცნობილი ის მას შემდეგ გახდა, რაც მან შტატ მენიდან ამერიკელი მოსწავლე სამანტა რიდ სმიტი მიიღო. მისი ბანაკში ვიზიტი იმის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საბჭოთა კავშირის ხელმღვანელმა მისი წერილი მიიღო. ანდროპოვმა საპასუხო წერილში გოგონა „არტეკში“ მოიპატიჟა, რომ საბჭოთა ადამიანების მშვიდობისმოყვარეობაში დარწმუნებულიყო. სამანტა სმიტი ბანაკს 1983 წელს სტუმრობდა“, წერს „რია ნოვოსტი“.

 


უფრო ადრე, პრეზიდენტი პუტინი ყირიმის ფედერალური ოლქის სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა. ყირიმში ვიზიტისას მან ასევე დაათვალიერა ქერჩის ხიდის მშენებლობის სამუშაოები, გაესაუბრა მშენებლებს და ყირიმის ფედერაციული ოლქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესახებ თათბირი გამართა.

 


კრემლმა უკრაინის შემადგენლობაში მყოფი ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა და ახლა ის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იმყოფება. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებრიობა მოსკოვის ქმედებას გმობს და აღნიშნულის გამო, დასავლეთის სახელმწიფოებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიმართ სანქციები დააწესეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი