„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, „ნოვას“ კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა
26-06-2017, 02:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შევქმენით სწორედ ასეთი საწარმოებისთვის და შესაბამისად, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ და სხვა წარმატებული კომპანიების მხარდაჭერას“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აჭარაში, კომპანია „ნოვას“ ახალ საწარმოში.

 

 

გიორგი გახარია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად „ნოვას“ სხვადასხვა სამშენებლო პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიას გაეცნო და რამდენიმე ახალი საწარმო ხაზი დაათვალიერა.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 7500 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენებული ახალი საწარმოს აშენება–აღჭურვისთვის „ნოვამ“ 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 2 მილიონი დოლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებაა.

 


„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთმა კომპანიებმა შექმნან ხარისხიანი, ქართული პროდუქტი და გარდა ადგილობრივი მოთხოვნებისა, მათ ჰქონდეთ საექსპორტო პოტენციალი, რისთვისაც შევთავაზებთ ექსპორტის მხარდაჭერის დამატებით ინსტრუმენტებს. რაც მთავარია, ამ კომპანიებმა უნდა შექმნან სამუშაო ადგილები. „ნოვა“ არის მნიშვნელოვანი დამსაქმებელი აჭარის რეგიონში და ჩვენ ყველანაირად, გვერდით დავუდგებით როგორც ამ კონკრეტულ, ისე მსგავს კომპანიებს“ განაცხადა გიორგი გახარიამ ახალი საწარმოს დათვალიერების შემდეგ.

 


2016 წელს კომპანიის მიერ განხორციელებული ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 2,399,962 ლარი შეადგინა. კომპანიის ინფორმაციით, 2017 წელს (I –IV თვე) განხორციელებული ექსპორტის ჯამური ღირებულება 1,250,573 ლარია და მიმდინარე წელს ექსპორტის მინიმუმ 20-30%-იანი ზრდა არის დაგეგმილი.

 


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში იყოს კონკურენტუნარიანი საქონელი. „ნოვაში“ მზადდება უამრავი დასახელები ს სამშენებლო მასალა, მოგეხსენებათ, ბათუმში და ზოგადად, რეგიონში ბევრი სამშენებლო ობიექტია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ჩვენი, ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალები იყოს ბაზარზე“ აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

 


„ნოვაში“ წარმოებული პროდუქციის მოცულობამ 2016 წელს საშუალოდ 15,500 ტონა შეადგინა. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, 2017 წელს მომავალი წლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით გაიზრდება.

 


„საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სტუმრობა ჩენთვის არის ძალიან დიდი დაფასება, ასევე დიდი პასუხისმგებლობაც და სტიმული, რომ მომავალში უფრო მეტი ადამიანი დავასაქმოთ, ასევე გავძლიერდეთ არამარტო ადგილობრივ, არამედ საექსპორტო ბაზრებზე“ განაცხადა „ ნოვას“ გენერალურმა დირექტორმა, ზვიად აბულაძემ.

 


შპს „ნოვამ“ პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სამშენებლო მასალების წარმოება 2015 წელს დაიწყო. კომპანია რამდენიმე სახეობის სამშენებლო მასალას აწარმოებს და ამ ეტაპისთვის 200–ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი