„ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნიკა მელია დაასახელა
26-06-2017, 03:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება.

 

 

ოფიციალური წარდგენა მეტეხის ტაძრის ეზოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

 

 

„თბილისი და საქართველო, სამწუხაროდ, კვლავაც იმყოფება ისტორიულ გასაყარზე უდიდეს გამოწვევათა წინაშე. დღეს აქ მოვედით, რათა ერთად დავიწყოთ მოძრაობა უიმედობისა და უპერსპექტივობის, სიღარიბისა და მიუსაფრობის, მაფიოზური კლანისა და ოლიგარქიის, ნეპოტიზმისა და კორუფციის დასამარცხებლად. ხუთი წელია, მეგობრებო, ხელისუფლება თესავს სიძულვილს, სიძულვილს, რომელიც თითოეულს ჩვენთაგანს გვაწუხებს, ჩვენ გვინდა თბილისი დაპირისპირებისა და სიძულვილის გარეშე. ხუთი წელია ხელისუფლება ამკვიდრებს გათიშულობას, ცინიზმს, უიმედობას, თუმცა, ჩვენ გვსურს, რომ თბილისი იყოს წარმატებული და ბედნიერი ადამიანების ქალაქი", განაცხადა ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი