ლევან ცაბაძე: ვფიქრობ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონმა ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას, თუმცა მას ცოტა დახვეწა სჭირდება პრაქტიკაში
26-06-2017, 03:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასპინძის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის გარდა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ყველა სოფელს, მათ შორის დაბასაც მიენიჭა. ჯამში, მუნიციპალიტეტში ამ სტატუსის მატარებელი 22 სოფელია.

 


მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის ამოქმედებას „კარგ იდეად“ მიიჩნევს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე, თუმცა ამბობს, რომ მას „ცოტა დახვეწა სჭირდება პრაქტიკაში“.

 

 

 


„წესით და რიგით, ამ კანონმა ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი იდეაა, თუმცა, ცოტა დახვეწა სჭირდება პრაქტიკაში. მთლიანობაში კი, კანონი იმდენ სფეროს მოიცავს, საკმაოდ საინტერესო რაღაცების გაკეთება შეიძლება. რაც შეეხება აღნიშნული კანონის ერთ-ერთ მიზანს, ადგილზე მოსახლეობის დამაგრებისა და მათი უკან მობრუნების შესახებ, მე არა მგონია, რომ ახალგაზრდობის შემთხვევაში ასე მოხდეს, თუმცა, ასაკიანი ხალხის შემთხვევაში კი. მე მიმაჩნია, რომ ახალგაზრდობა რომ დაკავდეს ადგილზე, ამისთვის ცოტა მეტი რაღაცების გაკეთებაა საჭირო, მათ სტიმულირება სჭირდებათ, სამუშაო ადგილები სჭირდებათ. არის რაღაცების მოფიქრება საჭირო“, უთხრა Guardian.ge-ს ლევან ცაბაძემ, რომლის აზრითაც რეგიონებში ისეთი საწარმოებია გასაკეთებელი, რომლებიც ადამიანების მასობრივ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

 

 

 

 


„როდესაც ეს ყველაფერი იქნება ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის, მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ისეთ შემთხვევაში თუ წავა და დატოვებს რეგიონს, როცა ეს იქნება ან სწავლა-განათლებისთვის ან სხვა რაიმე წარმატების მისაღწევად - ლუკმა-პურის საშოვნელად აღარ წავა. ჩვენს მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი, ხილის გადამამუშავებელი საწარმოებია გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ეს კერძო სექტორის გასაკეთებელია, მაგრამ მთავრობამ აუცილებლად უნდა გაუკეთოს სტიმულირება ამას. ადგილობრივი თვითმმართველობა ინფრასტრუქტურით ვცდილობთ რომ ხელი შევუწყოთ აღნიშნულს. მალე ალბათ, პირველი მუნიციპალიტეტი ვიქნებით, სადაც არ იარსებებს სოფელი, სადაც კეთილმოწყობილი გზა არ იქნება“, აცხადებს ლევან ცაბაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი