თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
26-06-2017, 05:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანას განათლებული, ინტელექტუალურად განვითარებული და მოაზროვნე ჯარი ჰყავდეს - სწორედ ამ მიზნით, დღეს I საარტილერიო ბრიგადის სამხედრო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

 


დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.

 


ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის უწყება შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, სამხედრო განათლების პარალელურად, მრავალმხრივი ინტელექტუალური განვითარების შესაძლებლობასაც სთავაზობს.

 


გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ფარგლებში სამხედრო ბაზებზე ეტაპობრივად შეიქმნება წიგნის კუთხეები, რომლებსაც ლიტერატურით ეროვნული ბიბლიოთეკა მოამარაგებს.

 


მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალზე ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა I საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე არსებულ ბიბლიოთეკას საჩუქრად 500 წიგნი გადასცეს.

 


უწყების განმარტებით, მემორანდუმის მიზანი მხარეებს შორის სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობაა. დოკუმენტის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა თავდაცვის უწყებას საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებით უსასყიდლოდ სარგებლობის, ასევე ციფრული ბიბლიოთეკითა და არქივში დაცული მასალების გამოყენების საშუალებას მისცემს. თანამშრომლობის ფარგლებში, სამხედროებს ქართველი მწერლები და ისტორიკოსები შეხვდებიან. ეროვნული ბიბლიოთეკა თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკარების გადამზადებაშიც დაეხმარება.

 


დღესვე, სამხედრო ნაწილის სამკითხველო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული სამხედრო თემატიკის ფოტოგამოფენა გაიმართა. ექსპოზიციის დამთვალიერებლებს სახალხო გვარდიის დამფუძნებელი სამხედრო ლიდერების, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრების, სახელოვანი გენერლების - გიორგი კვინიტაძისა და გიორგი მაზნიაშვილის, საქართველოს ეროვნული გმირის - ქაქუცა ჩოლოყაშვილის, იუნკერების, გვარდიელებისა და ისტორიული ფოტოების დათვალიერების საშუალება მიეცათ.

 


ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, ასევე საარტილერიო ბრიგადის სამხედროები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი