აბასთუმნის ისტორიული შენობა-ნაგებობების აღსადგენად და კურორტის განვითარებისთვის ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯება - ადიგენის გამგებელი
26-06-2017, 06:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადიგენის მუნუციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, კურორტ აბასთუმანში 21 მილიონ ლარამდე იხარჯება და იქ უკვე მიმდინარეობს ძველი ისტორიული შენობა-ნაგებობების აღდგენა, მათთვის პირვანდელი სახის დაბრუნება.

 

 

„ისტორიული მნიშვნელობის არის აბასთუმანი მთლიანად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. ვინაიდან არის ასეთი მაღალი მნიშვნელობისა და ღირებულების, ყურადღება ეთმობა. საბოლოოდ, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, მე ვფიქრობ, რომ აბასთუმანი იქნება ერთ-ერთი უნიკალური ადგილი საქართველოში და არამარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში. გარდა იმისა, რომ აბასთუმანი არის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, გახლავთ უნიკალური კურორტი, სხვათა შორის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აბასთუმანი აღიარა ერთ-ერთ საუკეთესო სამკურნალო ტერიტორიად. ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში, აბასთუმანს ჰყავდა უამრავი დამსვენებელი. მოკლედ, ძალიან კარგი კურორტია და მუნიციპალური განვითარების ფონდი საგრძნობლად გვიდგას მხარში იმიტომ, რომ 21 მილიონამდე ლარის დახარჯვა არ არის ურიგო. აბასთუმნის აღდგენა იწყება ახლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოდან, მაქსიმუმ გაზაფხულზე დაიწყება მასშტაბური სამუშაოები“, აცხადებს Guardian.ge-სთან საუბრისას ადიგენის გამგებელი, რომლის თქმითაც, აბასთუმნის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ აქტიურ ნაბიჯებს კერძო სექტორის დაინტერესება უკვე მოჰყვა.

 

 

 


„აღობილი ჰქვია დასახლებას, ეს არის ობსერვატორიამდე, სადაც ლაშა პაპაშვილი აშენებს თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს - ძალიან მასშტაბურს, სადაც ხარჯავს 32 მილიონ დოლარს. იქ უმარავი მუშახელი დასაქმდება, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი“, ამბობს ზაქარია ენდელაძე და ხაზს უსვამს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესის მიმდინარეობის მნიშვნელობას.

 

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტს, მათ შორის აბასთუმანს მისი არსებობის მანძილზე არასდროს ჰქონია ბუნებრივი აირი. პირველად ჩვენი მუნიციპალიტეტის არსებობის ისტორიაში, შარშან შემოვიყვანეთ ბუნებრივი აირი. სადღეისოდ, სოფლებში - არალში, უდეში, წარბასთუმანში მიმდინარეობს გამრიცხველიანება, ნაწილობრივ უკვე სარგებლობს მოსახლეობა ბუნებრივი აირით. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, მთელი მუნიციპალიტეტი იქნება გაზიფიცირებული. აბასთუმანში დაწყებულია ეს პროცესი, პირველი ეტაპი დასრულდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ აბასთუმნამდე მივიყვანეთ მილები, შესაბამისმა კომპანიამ იმუშავა, დაწყებულია მეორე პროცესი, გრძელდება გაზიფიცირების სამუშაოები არამარტო აბასთუმნის, არამედ ადიგენის მიმართულებითაც. დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი და არის ძალიან დიდი კმაყოფილება. ჩვენი ობსერვატორია პირველია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. სხვათა შორის, თავის დროზე, აბასთუმნის დაარსების ისტორია უკავშირდება მეფის რუსეთს - უფლისწული გიორგი დაავადებული იყო ჭლექით და ზუსტად, მეფემ შეარჩია მაშინ აბასთუმნის ტერიტორია“, აცხადებს ზაქარია ენდელაძე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი