პროკურორი: გიორგი მამალაძეს ციანიდი „დეზოდორის“თავსახურში ჰქონდა დამალული და სურდა დაემალა, მაგრამ შემთხვევით დაუვარდა და ეს მოწმეებმაც დაინახეს
26-06-2017, 06:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრალდებულს სურდა საკუთარი ხელით გაეხსნა „დეზოდორი“, სადაც მალულად ჰქონდა ციანიდი და ისე დაემალა ის, რომ გამოძიებას ვერ ენახა, თუმცა, მას შემთხვევით დაუვარდა ის და ეს მოწმეებმაც დაინახეს, განაცხადა ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

„მოწმეების, კერძოდ, აეროპორტის საბარგო განყოფილების მესაზღვრეების თანდასწრებით დაილუქა ბარგი და მათივე თანდასწრებით მოხდა უკვე ამ ბარგის გახსნა პროკურატურაში. მათ დაადასტურეს, რომ ბარგში მომწამვლავი ნივთიერება - ციანიდი აღმოჩნდა. კერძოდ, თავად ბრალდებულმა ამოიღო „დეზოდორი“, რომლის თავსახურში ჰქონდა ფარულად დამალული საწამლავი. ბრალდებულს სურდა, დაემალა ისე, რომ გამოძიებას ვერ ენახა, თუმცა მას დაუვარდა თავსახური და ყველამ დავინახეთ ციანიდი. ეს საკუთარ ჩვენებაში მოწმეებმაც აღნიშნეს”, განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი