ხობის გამგებელმა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობასა და 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე მოისმინა ინფორმაცია
26-06-2017, 07:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილეებთან და სამსახურების უფროსებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა. გამგებელმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობასა და 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე მოისმინა ინფორმაცია.

 


„მიმდინარე წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორი ერთეული ნაგავმზიდი მანქანა და 100 ერთეული ურნა მიიღო, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დასუფთავების კუთხით არსებული მდგომარეობა. მომავალი წლის ბიუჯეტში იზრდება შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ დაფინანსება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე - 2017 წლის 1 ივლისისთვის დაგეგმილი ცვლილებების საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებში იცვლება საჯარო თანამდებობათა დასახელებები. ამასთან, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით, 2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებების ცვლილება და მათი იერარქიულ რანგებში განაწილება.

 


„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროდან მიღებული რეკომენდაციების და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით განსაზღვრული თანამდებობების ფუნქციათა ერთობლიობის შესწავლისა და ანალიზის და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობათა საჯარო მოხელეების თანამდებობათა იერარქიულ რანგებში განაწილებისა და თანამდებობათა დასახელებების განსაზღვრის მიზნით გამართული შეხვედრების საფუძველზე გამოიცა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები: „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობად განსაზღვრის შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული ზოგიერთი შტატგარეშე მოსამსახურის პოზიციის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობად განსაზღვრის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად განსაზღვრის შესახებ“, განაცხადა გამგებელმა შეხვედრაზე, როგორც ამას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი