მადრიდის სასამართლომ ესპანელი მხატვრის, სალვადორ დალის ცხედრის ექსგუმაციის გადაწყვეტილება მიიღო
26-06-2017, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მადრიდში მოსამართლემ ესპანელი მხატვრის, სალვადორ დალის ცხედრის ექსგუმაციის გადაწყვეტილება მიიღო, რათა მამობის დასადგენ სასამართლო პროცესზე ნიმუშები მიიღოს.

 


როგორც BBC იუწყება, ესპანელი ქალი, პილარ აბელი, ამბობს, რომ მხატვარი მისი მამა იყო. ქალბატონის თქმით, სალვადორ დალის 1955 წელს სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდა მის შინამოსამსახურე ქალთან.

 


ექსგუმაციის გადაწყვეტილების მიღებისას, მოსამართლემ განაცხადა, რომ არ არსებოდა მხატვრის ბიოლოგიური ნაშთები ან პერსონალური საგნები, რომელიც შეიძლებოდა, რომ მამობის დასადგენ გენეტიკურ ტესტად ყოფილიყო გამოყენებული.

 


სიურეალიტი მხატვარი ესპანეთში 1989 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ესპანეთში, კატალონიის რეგიონში, მის მშობლიურ ქალაქ ფიგუერესში დაკრძალეს.

 


მარია პილარ აბელ მარტინესმა, ბანქოთი მკითხავმა, რომელიც გირონაში დაიბადა, პირველად ამის მტკიცება 2015 წელს დაიწყო.

 


ესპანური გაზეთის, El País-ის ცნობით, ქალბატონმა თქვა, რომ დედამისი ანტონია სალვადორ დალის ოჯახში მუშაობდა და მხატვრის ოჯახი დროს კადაქუესში ატარებდა, იმ ადგილის ახლომდებარედ, სადაც დალის სახლი ჰქონდა. იმ დროს სალვადორ დალი გალაზე იყო დაქორწინებული. წყვილს შვილი არ ჰყოლია.

 

 

 

ქალმა დალის ოჯახში სამუშაო 1955 წელს დატოვა, სხვა ქალაქში გადავიდა და სხვა მამაკაცზე დაქორწინდა.

 

 

მარტინესი აცხადებს, რომ დედამისს მისთვის არაერთხელ უთქვამს და ხშირად სხვების თანდასწრებითაც, რომ მისი მამა სალვადორ დალი იყო.  

 

 

„ერთადერთი რამ, რაც მე მენატრება ულვაშია“, უთქვამს ერთხელ ქალს, El Mundo- -ს თანახმად. 

 


„გალა დალის საზოგადოებას“ კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი