ფართომასშტაბიანი ახალი კვლევის თანახმად, ტრამპის პრეზიდენტობამ „დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ უყურებს მსოფლიო შეერთებულ შტატებს“
27-06-2017, 01:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფართომასშტაბიანი ახალი კვლევის თანახმად, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობამ „არსებითი გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ უყურებს მსოფლიო შეერთებულ შტატებს“.

 


როგორც BBC იტყობინება, „პიუს კვლევის ცენტრის“ (Pew Research Center) მიერ ჩატარებული გამოკვლევისას 40,000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა 37 ქვეყანაში და მან აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი პოლიტიკა „ფართოდ არაპოპულარულია მსოფლიოს გარშემო“.

 


კვლევა აჩვენებს, რომ 37 ქვეყნიდან მხოლოდ 2-ს აქვს უკეთესი აზრი ტრამპზე, ვიდრე მათ ჰქონდათ მის წინამორბედზე, ბარაქ ობამაზე - ეს ქვეყნებია: ისრაელი და რუსეთი.

 

 

 

 

 


მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ ბვერს გააჩნია ისეთი შეგრძნება, რომ მათი ქვეყნების ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალი წლების განმავლობაში არ შეიცვლება.

 


ყველაზე მთავარი, რაც 16 თებერვლიდან 8 მაისამდე პერიოდში ჩატარებული კვლევისას გამოიკვეთა, შემდეგია:

 


ადამიანებს ნაკლებად სჯერათ ტრამპის, ვიდრე სჯეროდათ ობამასი.

 


ხალხი ბარაქ ობამას 8-წლიანი პრეზიდენტობის დასასრულს და ტრამპის საპრეზიდენტო ვადის შედგომისას გამოიკითხა. მათ ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა რწმენა იმისა, რომ ახალი პრეზიდენტი მართებულ ნაბიჯებს გადადგამდა მსოფლიო საქმეებში.

 


დაბლა მოცემულია ის თანაფარდობა თუ როგორი პასუხები გასცეს აშშ-ის ზოგიერთი მოკავშირე ქვეყნის (და რუსეთის) მოქალაქეებმა.

 


გაგაჩნიათ თუ არა რწმენა იმისა, რომ პრეზიდენტი მართებულ ნაბიჯებს გადადგამს გლობალურად?

 

 

 


როგორც BBC წერს, ტრამპმა მცირე დრო დაკარგა იმისათვის რომ მსოფლიო პოლიტიკის საქმეებში მისი კვალი დაეტოვებინა - მკაფიოდ გამოხატა რა მისი პოზიცია, რომ NATO- წევრი ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავიანთი სამართლიანი წილი უნდა გადაიხადონ თავდაცვის ბიუჯეტში და გაამხნევა ყურის არაბული სახელმწიფოები, იზოლაციაში მოექციათ ყატარი.

 


მისი პრეზიდენტობისას წარმოებული პოლიტიკა ამერიკის ძველ მოკავშირეებთან იმ დონემდე მივიდა, რომ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპა უკვე „სრულად ვეღარ იქნება მინდობილი“ თავის ძველ მოკავშირეზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე.

 


ფაქტობრივად, გერმანია შეერთებული შტატების ტრადიციულ მოკავშირეთა შორისაა, სადაც კვლევის თანახმად, ნდობა ყველაზე მეტად დაეცა - მხოლოდ 10%-ს აქვს ტრამპის ნდობა, მაშინ როდესაც ობამასადმი რწმენა გერმანელების 86%-ს ჰქონდა.

 


„ყველანაირი მახასიათებელი ნიშნის გამოცდისას, პოზიტიურის და ნეგატიურის, პრეზიდენტი ტრამპი ყველაზე მოსალოდნელია რომ აღიწეროს, როგორც ამპარტავანი“, აცხადებს კველვა.

 


37 ქვეყნიდან 26-ში რესპონდენტების უმრავლესობა ტრამპს სახიფათოდ მიიჩნევს.

 


ტრამპი უფრო ძლიერ ლიდერად არის მიჩნეული ლათინურ ამერიკასა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში. ძალიან მცირე ქვეყანა მიიჩნევს იმას, რომ იგი კვალიფიციურია და შეესაბამება პრეზიდენტის პოსტს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი