თბილისის მერია ტრანსპორტის გადაადგილებაში ხელისშემშლელი 80-ამდე ავტოგასამართი სადგურის დემონტაჟზე ფიქრობს
27-06-2017, 07:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიამ დედაქალაქში ათეულობით „პრობლემური ავტოგასამართი სადგურების ნუსხა“ შეადგინა და მათი დემონტაჟის შესახებ ფიქრობს. უფრო ზუსტად, საუბარია თბილისის სხვადასხვა ნაწილში მდებარე 70-80 ავტოგასამართ სადგურზე, რომელიც როგორც მერია თვლის, თავის დროზე წინდაუხედავად აშენდა, დღეს უკვე სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობას უშლის ხელს და მომავალში მოსალოდნელია, რომ პრობლემამ კიდევ უფრო მეტი სიმწვავე შეიძინოს.

 


ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

 


„მაგალითად, როცა გმირთა მოედნიდან ჩავდივართ სანაპიროზე, მარჯვენა მხარეს განლაგებულია რამდენიმე ობიექტი: რამდენიმე ავტოგასამართი სადგური, საბურავების სერვისცენტრი, „ლაგუნა ვერეს“ მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია „ფრეგოს“ ავტოგასამართი სადგური, რომელიც ფაქტობრივად, კლდეშია აშენებული. ამ ობიექტებზე ავტომობილების შესვლა-გამოსვლა ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს.

 


ასევე პრობლემურია და მოძრაობას აფერხებს იუსტიციის სახლის მახლობლად, ე.წ. მხატვრების გამოფენასთან მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური; კახეთის გზატკეცილზე და აღმაშენებლის ხეივანშიც არის რამდენიმე ავტოგასამართი სადგური, რომლებიც ასევე ხელს უშლის ტრანსპორტის გადაადგილებას და სატრანსპორტო ნაკადების ზრდის შემთხვევაში, კიდევ მეტ პრობლემას შექმნის“, განაცხადა მუმლაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი