ლევან იზორია: მომავალი წლიდან სერჟანტთა კორპუსის პირად შემადგენლობას თანამდებობრივი სარგო ემატება, რაც სერჟანტს კარიერული ზრდისათვის მეტ მოტივაციას მისცემს
27-06-2017, 08:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მომავალი წლიდან სერჟანტთა კორპუსის პირად შემადგენლობას თანამდებობრივი სარგო ემატება, რაც სერჟანტს კარიერული ზრდისათვის და საკუთარი თავის მუდმივი სრულყოფისათვის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს", აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გააჟღერა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტთა კორპუსის დღე აღინიშნა.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, სერჟანტთა პროფესიული დღე კოჯორში, საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ ოპერატიული ბრძანების გაცემის შემდეგ, ჩასაფრების ოპერაცია განახორციელა.

 


ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სერჟანტებს პროფესიული დღე პირადად მიულოცეს და სერჟანტთა კორპუსის მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. სერჟანტთა მომზადების ცენტრში ახალ სასწავლო პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც ბატალიონის და ბრიგადის დონეების სერჟანტისათვის აუცილებელ პროფესიულ ცოდნას მოიცავს. ასევე მზად არის და განხილვის პროცესშია სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების ახალი კონცეფცია, რომელიც სერჟანტთა შერჩევის, მათი პროფესიული განათლების და კარიერული ზრდის საკითხებს კიდევ უფრო დახვეწავს.

 


საზეიმო ღონისძიება სერჟანტთა პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტს კობა ცირეკიძეს ღირსების ორდენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის გადასცა. სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებმა I და II ხარისხის უწყებრივი მედლები „უმწიკვლო სამსახურისთვის“ მიიღეს.

 


სერჟანტთა ინსტიტუტი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისთანავე შეიქმნა და მასთან ერთად ვითარდება. დღეს საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ნატოს სტანდარტების შესაბამისი ცენტრი აქვს, რომელიც პროფესიონალი სერჟანტების ჩამოყალიბებას ყველა დონეზე უწყობს ხელს. სერჟანტთა როლი ძლიერი შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ სერჟანტთა კორპუსი წარმოადგენს ჯარის ფუნდამენტსა და ბირთვს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი