გიორგი მარგველაშვილი: 14 აპრილი იყო ნიადაგის მზადება დამოუკიდებლობის აღსადგენად
14-04-2015, 05:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დღეს საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.


„37 წლის წინ, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკების ეროვნული ენებისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული ათასობით ადამიანი არ შეუშინდა რეალურ განსაცდელს და რეპრესიულ მანქანას დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ხალხის გვერდით დადგა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებაც. მასობრივ მსვლელობას დედაქალაქში, საპროტესტო აქციებს სხვა ქალაქებში მოჰყვა უაღრესად მნიშვნელოვანი გარდატეხა არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად საბჭოთა კავშირის ისტორიაში. მოსკოვი იძულებული გახდა, ხალხის ნებისთვის დაეთმო. ჩვენ ვნახეთ, რომ ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობამ თვით დიქტატურის პირობებშიც კი შეიძლება გამოიღოს პოზიტიური შედეგი. ეს იყო უნიკალური შემთხვევა – პირველი მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია საბჭოეთში, როდესაც გმირობის ტოლფასმა სახალხო ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო. მეტიც – ეს იყო ნიადაგის მზადება დამოუკიდებლობის აღსადგენად, რომლისკენ სწრაფვასაც თითოეული ქართველი გულით ატარებდა. პირადად ჩემთვის ეს იყო მთელი ცხოვრების ერთ-ერთი დაუვიწყარი და განმსაზღვრელი შთაბეჭდილება – პირველი პოლიტიკური აქცია, რომელსაც სკოლიდან გამოსული, თანაკლასელებთან ერთად შევუერთდი. 1978 წლის 14 აპრილს ქართველებმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის იმ საფუძვლის ამოძირკვას, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში გაუძლო მომხდურთა ბრძოლას მის წასაშლელად. ჩვენ დღეს მადლობას ვეუბნებით სამშობლოსათვის გულანთებულ თითოეულ ადამიანს, რომელიც 37 წლის წინ საქართველოს ქუჩებში იდგა. დღევანდელ თაობებს კი გვაკისრია მოვალეობა: აღვუდგინოთ თავისი განსაკუთრებული ადგილი ქართულს – მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს, უნიკალური და ულამაზესი ანბანის მქონე ენას, ხელი შევუწყოთ თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს მის შესწავლაში და განვამტკიცოთ მისი, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი